სააკაშვილმა დიდ პოლიტიკაში ადამიანის მოღვაწეობის მოტივაციაზეც ისაუბრა და განაცხადა რომ რევოლუციური წარმატების მიღწევის მოტივაცია ყველაზე დიდი ძალაა:
„ვერანაირი სექსი ვერ შეედრება რევოლუციურ წარმატებას. რევოლუცია ეს უფრო დიდი რამეა, ვიდრე ადრენალინი“- განაცხადა სააკაშვილმა. მისი თქმით რევოლუციის დროს, ამ ქვეყანაზე ყველაფერი გავიწყდება, მათ შორის ოჯახიც.
შეგახსენებთ დღეს დილით მიხეილ სააკაშვილი უკრაინელმა სამართალდამცავებმა დააკავეს. უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშეწყობა-დაფარვას გულისხმობს. რამდენიმე საათიანი საპროტესტო აქციის შემდეგ, სადაც სააკაშვილის მხარდამჭერები პოლიციას მისი საპატრულო მიკროვტობუსით გადაყვანის საშულებას არ აძლევდნენ, მხარდამჭერებმა მიხეილ სააკაშვილი მიკროავტობუსიდან ძალის გამოყენებით დაიხსნეს.
მასალის გამოყენების პირობები






