„პუტინის რუსეთი იწყებს გარკვეულ მოქმედეებს იმ ქვეყნებში, რომელიც მას ხელიდან ეცლება და რომელიც მას პრინციპში, უკვე ხელიდან გამოეცალა. ეს არის უკრაინა, მოლდოვა, საქართველო. ამ შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება არის უკრაინასა და საქართველოზე, რადგან აქ პუტინს ჰყავს მოკავშირეები, ე.წ ოლიგარქიული სისტემები, რომელიც აშკარად არის მისგან ადვილად მართვადი და მისი მოკავშირე. აი, ამ პოლიტიკური პროცესების მომსწრე ვართ ჩვენ. მნიშვენელოვანი და ლოგიკურია, რომ მიხეილ სააკაშვილმა, მოახერხა ამ პროცესების ავანსცენაზე ლიდერად ქცევა, რაც ოლიგარქიის გარდაუვალი მარცხით დასრულდება, და რაც დღეს აშკარად იკვეთება. მაგრამ მეორე თემაა, რა ინტერესი აქვს ოლიგარქიას და პუტინს ერთად აღებულს - ეს არის საქართელო და უკრაინა მოწყდეს დასავლურ ცივილიზებულ სამყაროს და შეწყვიტოს დემოკრატიული განვითარება. ეს სტრატეგიული ფრონტის ხაზია - ან უნდა გავიმარჯვოთ უკრაინასთან ერთად ან ცალცალკე ჩაგვყლაპოს რუსეთმა“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები






