თსუ-ში უნგრელი ტიპოგრაფის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე საჯარო ლექცია გაიმართა
პოლიტიკა - 17:22, 05 Dec, 2017     517

ქართული ანბანის პირველად მომჭრელი უნგრელი ტიპოგრაფის მისტოტფალუში კიშ მიკლოშის ცხოვრებასა და მოღვაწეობის შესახებ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხა საჯარო ლექცია ისტორიის დოქტორმა პიტერ პალ კრანიციმ. ღონისძიებას, რომელიც უნგრული კულტურული დღეების ფარგლებში გაიმართა, თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, უნგრეთის საელჩოს წარმომადგენლები, სტუდენტები, პროფესორები დაესწრნენ.

„ლექცია საკმაოდ საინტერესო იყო და მიეძღვნა ქართულ-უნგრულ ურთიერთობებს და ქართული ანბანის პირველ მომჭრელ უნგრელ ტიპოგრაფს. კიშ მიკლოშის მიერ მოჭრილი ქართული შრიფტის გზას იკვლევდა, ჯერ კიდევ, აკაკი შანიძე. შემდგომ, 1982 წელს ამაზე წიგნი გამოსცა გურამ შარაძემ და დღეს ჩვენ გვაქვს ახალი ფაქტები მისი ბიოგრაფიიდან, ლექციის ფეისბუქის ლაივ სტრიმის მეშვეობით ბევრმა გაიგო ქართულ-უნგრული ურთიერთობების შესახებ საინტერესო ფაქტები,“- განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

უნგრელი ტიპოგრაფი მისტოტფალუში კიშ მიკლოში პირველი იყო, ვინც იმერეთის მეფის არჩილის დავალებით, 1684 წელს, პირველად მოჭრა ქართული ანბანი. არსებობს ვერსია იმის შესახებ, რომ მისი ქართული ასოები, მანამ სანამ მიაღწევდა დანიშნულების ადგილის - მეფის კარის გამომცემლობას, დაიკარგა შვედეთში (სადაც არჩილ მეფის შვილი იმყოფებოდა ტყვეობაში). ნიკოლას კიშის (კიშ მიკლოში) უმნიშვნელოვანესი ნაშრომი აშკარა დასტურია იმისა, რომ ქართულ-უნგრული ურთიერთობები გასცდა დიპლომატიურ და სამხედრო თანამშრომლობას. ეს ურთიერთობა სათავეს იღებს შუა საუკუნეებში და აისახება თანამედროვე დროის ადრეულ ეპოქის კულტურაზე.

ნიკოლას კიში აღმოსავლური ბეჭდვის პიონერი ამსტერდამში მომუშავე, ტრანსილვანიელი ტიპოგრაფი იყო. მისი, სომხური, ჩინური, ებრაული, სირიული კოპტური და სხვა მრავალი დამწერლობის ასოები იყო პირველი, რომელიც ფართოდ გამოიყენებოდა ევროპულ გამომცემლობებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42