"ჩემმა ხალხმა ის აირჩია პრეზიდენტად... არ მინდა სააკაშვილზე კომენტარის გაკეთება რუსულ ტელევიზიაში" - სოფო შევარდნაძე
პოლიტიკა - 17:20, 05 Dec, 2017     21222

საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედურად შევარდნაძის შვილიშვილი, ჟურნალისტი სოფო შევარდნაძე სააკაშვილზე კომენტარის გაკეთებას რუსულ ტელევიზიაში ერიდება.

"მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჩემი დამოკიდებულება არ შეიძლება იყოს დადებითი. მან დაამხო ის ხელისუფლება რომლის ხელმძღვანელიც ბაბუაჩემი იყო და ამ გზით მოვიდა ხელისუფლებაში.

მე მას მთელი ცხოვრებაა ვიცნობ, იმ დროიდან, როდესაც ის ბაბუაჩემის მმართველობის დროს იუსტიციის მინისტრი იყო. მინდა სწორად გამიგოთ. მე მაქვს ორი ქვეყანა-რუსეთი და საქართველო. და მე ორივე ზუსტად ისე მიყვარს, როგორც უნდა გიყვარდეს საკუთარი სამშობლო. მე არ მინდა არჩევანის გაკეთება, რადგან ორივე რუსეთიც და საქართველოც ჩემი ქვეყანაა. და როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა მქონდეს მე სააკაშვილის მიმართ, ჩემმა ხალხმა ოდესღაც ის აირჩია პრეზიდენტად. ახლა რად გადაიქცა ის, ალბათ, თქვენ თვითონაც ხედავთ. მაგრამ მე არ მინდა მასზე კომენტარის გაკეთება რუსულ ტელევიზიაში, ზუსტად ისევე როგორც არასდროს არ გავაკეთებ კომენტარს არც ყოფილ და არც ამჟამინდელ რუსეთის პრეზიდენტზე. იმედია გამიგებთ",-განაცხადა სოფო შევარდნაძემ ОРТ-ს ეთერში გადაცემა "Время покажет"-ში.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის საცხოვრებელ სახლთან დილიდან სპეცრაზმი იყო მობილიზებული. სააკაშვილი ჩხრეკისას სახლის სახურავზე ავიდა და ხალხსა და სპეცრაზმს სახურავიდან მიმართა. სააკაშვილი სპეცდანიშნულების რაზმმა საკუთარ სახლში დააკავა, თუმცა მისი გადაყვანა ვეღარ შეძლო, რადგან მისმა მხარდამჭერებმა, იმ მანქანის ბლოკირება მოახდინეს, რომელშიც სააკაშვილი იმყოფებოდა. მოგვიანებით, კი ის მიკროავტობუსიდანაც გაათავისუფლეს. უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშეწყობა-დაფარვას ითვალისწინებს. აღნუშნული მუხლი 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42