ზვიად მიხანაშვილი და სოფიო კილაძე N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებას ესტუმრნენ
პოლიტიკა - 17:21, 05 Dec, 2017     970
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე კომიტეტის წევრებთან ერთად N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებას ესტუმრნენ.

ზვიად მიხანაშვილი და სოფიო კილაძე არასრულწლოვან მსჯავრდებულებს 2012 წლის შემდეგ პენიტენციურ სისტემაში გატარებულ რეფორმებზე ესაუბრნენ. ზვიად მიხანაშვილის განცხადებით, უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია მსჯავრდებულებს ღირსეული პირობები შეუქმნან, განათლების შესაძლებლობა მისცენ, რათა მათ დაწესებულება გარკვეული პროფესიული ცოდნით დატოვონ. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ვრცლად ისაუბრა საკანონმდებლო კუთხით გატარებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, მათ შორის სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციასა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე.

სოფიო კილაძემ აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული პროგრესი უპრეცედენტოა.

„მძიმეა, ასეთი ახალგაზრდების ყოფნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ვფიქრობ, სახელმწიფო და სრულიად საზოგადოება ერთად უნდა დავდგეთ, რათა ბავშვები დაკავებულები იყვნენ განათლებით, სპორტით, ჯანსაღი ცხოვრების წესით და ნაკლები შეხება ჰქონდეთ დანაშაულებრივ პროცესებთან. მადლობას ვუხდი მინისტრ კახა კახიშვილს, მის მოადგილეს და მთელ გუნდს, რომლებიც მუდმივად შრომობენ დაწესებულებებში ღირსეული პირობების შესაქმნელად. არსებული ვითარება იმის შედეგიცაა, რომ 2012 წლის შემდეგ ბევრი კანონპროექტი იქნა პარლამენტის მხრიდან მხარდაჭერილი,“-განაცხადა სოფიო კილაძემ.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო კვლავ განაგრძობს მუშაობას მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია/რესოციალიზაციისა და მათი პირობების გაუმჯობესების კუთხით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42