კიდევში მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას და შემდგომ უკვე, მხარდამჭერების მირ მის გათავისუფლებას აფასებს ,,შენების მოძრაობი“ ლიდერი. დავით უსფაშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ქვეყნისთვის საზიანოს უწოდებს.
,,მიხეილ სააკაშვილი იყო საქართველოს პრობლემა, რომელიც უკრაინის ხელისუფლებამ ძალიან მცდარი გადაწყვეტილებებით უკვე საკუთარ პრობლემადაც აქცია და საქართველოსთვისაც კიდევ უფრო გაამძაფრა ეს პრობლემა.
რაც დღეს ხდება, ეს პირველ რიგში ურაინისთვისაა ძალიან დამაზარალებელი. ეს უნდა გაეთალისწინებინა უკრაინას, თუმცა მათ არც ჩვენი რჩევები გაითვალისწინეს თავის დროზე და ახლა მივიღეთ ის ვითარება, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ არის კარგი უკრაინისთვის. ხოლო რაც უკრაინისთვის არ არის კარგი, ის არც საქართველოსთვისაა კარგი ზოგადად.
რაც შეეხება სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებას, ის იყო საქართველოს პრეზიდენტი, შესაბამისად, ის კარგიც და ცუდიც, არის საქართველოს პრობლემა. ამიტომ, როგორც ჩანს ჩვენს ქვეყანას მოუწევს ამ პრობლემასთან გამკლავება, სამართალდამცავ ორგანოებს, თუ მოხდება მისი ექსტრადირება. მაგრამ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი, საკუთარ თავსაც დესტრუქციული მიმართულებით იყენებს, რაც თავის მხრივ სვადასხვა, ერთმანეთთან დაპირისპირებული პოლიტიკური ძალების მხრიდან მისი გამოყენების ცდუნების საფუძველს იძლევა.
მე კი არ მინდა, რომ საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება ამ დაღით იყოს დასმული კიდევ ბევრი წელი - დაპირისპირება ყოფილ და დღევანდელ ლიდერებს შორის და ჩვენ ამას, ყველამ ერთად უნდა დავაღწიოთ თავი“ - აცხადებს დავით უსუფაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






