"მალე მისი ბიზნესისგან კვალი აღარ დარჩება" - ლელა კაკულია "ტექნობუმს" უპირისპირდება
პოლიტიკა - 17:07, 05 Dec, 2017     22039

ნათელმხილველი ლელა კაკულია საკუთარ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე მაღაზია "ტექნობუმის" მფლობელისადმი მიმართვას ავრცელებს.

"მეგობრებო, გვსურს გაგაცნოთ ქალბატონი ლელა კაკულიას მიმართვა მაღაზია „ტექნობუმის“ მფლობელისადმი და გთხოვოთ, მაქსიმალურად გაავრცელოთ იგი, რათა აუცილებლად მივიდეს მის ყურამდე.

საქმე ისაა, რომ ქალბატონმა ლელა კაკულიამ ათიოდე თვის წინ „ტექნობუმში“ 936 ლარად შეიძინა ჭურჭლის სარეცხი მანქანა VAGNER. შეძენიდან მოკლე ხანში მანქანა გაფუჭდა და შესაკეთებელი გახდა. მაღაზიამ, გარანტიის ფარგლებში, შეაკეთა ის, მაგრამ ახლა ეს ქებული „ვაგნერი“ კიდევ ერთხელ გამოვიდა წყობიდან და უკვე მეორედ ხდება ერთ-ერთი დეტალი შესაცვლელი. როგორც წესი, შესაბამისი ნაწილი მაღაზიას ადგილზე არ აქვს და ქარხნიდან მისი გამოწერა უწევს. ხოლო დეტალის თბილისამდე ჩამოსვლას საშუალოდ ერთი თვე სჭირდება.

შეგახსენებთ, ჭურჭლის სარეცხი მანქანა VAGNER-ი მაღაზია „ტექნობუმში“ დაახლოებით 1000 ლარი ღირს!!! რაც ნამდვილად არ არის მცირე თანხა.

ქალბატონი ლელა მიმართავს მაღაზიის მფლობელს და მოუწოდებს:

"ეს მეორეხარისხოვანი პროდუქციაა, რაც ამხელა ფასი ნამდვილად არ ღირს. სამწუხაროა, მაგრამ მაღაზიის მფლობელი ზუსტად ასე, მეორეხარისხოვნად აღიქვამს და განიხილავს საკუთარ თანამემამულეებს, საქართველოს მოსახლეობას და სწორედ ამიტომ კადრებს მათ ამგვარი „გადასაყრელი“ პროდუქციის შეთავაზებას. ვაფრთხილებ კატეგორიულად: გარდა იმისა, რომ აუცილებლად უნდა შემიცვალოს ახლით მოკლე ხანში უკვე მეორედ შესარემონტებელი ჭურჭლის სარეცხი მანქანა, სასწრაფოდ, გადაუდებლად უნდა გამოასწოროს პროდუქციისა და მომსახურების ხარისხი, თორემ მალე მისი ბიზნესისგან კვალი აღარ დარჩება!!!"

დაბოლოს, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქალბატონი ლელა „რატომღაც“ ეხვევა მსგავს ისტორიაში. რამდენიმე წლის წინ იგივე მოხდა „ტვ-შოფთან“ დაკავშირებითაც, სადაც ქალბატონმა ლელამ რამდენიმე ნივთი შეიძინა, რომელთაგან არცერთი არ ვარგოდა. ჩვენ მაშინაც მივმართეთ „ტვ-შოფის“ მესვეურებს პროდუქციის ხარისხის გამოსწორების მოთხოვნით და შესაბამისი გაფრთხილებაც ვაახლეთ, მაგრამ... ჰოდა, სად არის ახლა „ტვ-შოფი“, რომელსაც რეკლამებით გადაჭრელებული ჰქონდა ჩვენი ტელევიზიები, ხომ არ იცით?

პატივისცემით, ადმინისტრაცია," - ნათქვამია ლელა კაკულიას სპეციალურ მიმართვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42