,,სააკაშვილი არის ის პოლიტიკოსი, რომლის დაკავება უკრაინაში შეუძლებელია" - დავით საყვარელიძე
პოლიტიკა - 16:54, 05 Dec, 2017     1843
მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელი, უკრაინის პარტია "ახალი ძალების მოძრაობის" წევრი დავით საყვარელიძე უკრაინაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საპროტესტო აქცია პერმანენტულ რეჟიმში გაგრძელდება.

"აქციები გაგრძელდება, ხალხი ძალიან გაბრაზებულია, მიხვდა, რომ რასაც ჩვენ ვაკეთებდით ეს არის სწორი. სააკაშვილი არის ის პოლიტიკოსი, რომლის დაკავება უკრაინაში შეუძლებელია. მიშა უკრაინელმა ხალხმა ათასობით სპეცრაზმელს ხელიდან გამოგლიჯა. ახლა ვიმყოფებით რადას შენობასთან, აქ ათასობით ადამიანია შეკრებილი და სამუშაო საათების დასრულების შემდეგ ეს რიცხვი გაიზრდება, რის შემდეგაც ვიმსჯელებთ როგორი იქნება ჩვენი სწრაფი ნაბიჯები საბოლოო გამარჯვებისთვის" - განაცხადა საყვარელიძემ.

სააკაშვილის თანაგუნდელმა უკრაინის შს მინისტრის იმ განცხადებასაც უპასუხა, სადაც ავაკოვმა სააკაშვილს მოუწოდა სისხლისღვრა აირიდოს თავიდან.

საყვარელიძის განცხადებით "სისხლისღვრას არავინ აპირებს".

"როდესაც რამდენიმეათასი გაბრაზებული ადამიანია ქუჩაში და ასევე ათასობით სპეცრაზმია, იქ ბუნებრივია გარკვეული ჩხუბები არის, თუმცა სისხლისღვრას არავინ აპირებს. ხელისუფლება აგონიაშია და ასეთ ნაბიჯებს არასდროს მოაქვს შედეგი. ხელისუფლება სუსტია და ამიტომ უნდათ ჩაახშონ ნებისმიერი მოძრაობა, რომელსაც ქვეყნის სათავეში უნდა მიშა. პოლიტიკური პროცესია, რასაც დრო და ნერვები მიაქვს, მაგრამ გამარჯვება ჩვენს მხარესაა"- თქვა მან.

საყვარელიძის თქმით, პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად 6 მხარდამჭერია დაკავებული, რომელთა გასათავისუფლებლად ყველაფერს აკეთებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42