ლევან იზორია რუმინეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს შეხვდა
პოლიტიკა - 16:21, 05 Dec, 2017     873
„მომავალ წელს თავდაცვის სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცება და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება იქნება“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ რუმინეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ ნიკოლაი იონელ ჩიუკასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ლევან იზორიასა და გენერალ ნიკოლაი იონელ ჩიუკას შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა, სწორედ, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხი იყო. თავდაცვის მინისტრმა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში რუმინეთთან თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. მისი განცხადებით, ამ და თანამშრომლობის სხვა საკითხებთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში რუმინეთში მაღალი დონის ვიზიტიც იგეგმება.

მხარეებმა სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობისა და მრავალეროვნულ სწავლებებში რუმინელი სამხედროების მონაწილეობის საკითხები, ასევე თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გეგმაც განიხილეს.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი, რადუ ლივიუ ჰორუმბა, რუმინეთის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ვალერიკა პიროშა და რუმინეთის დელეგაციის წევრები დაესწრნენ.

გენერალი ნიკოლაი იონელ ჩიუკა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და მას ქართველი კოლეგა, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია მასპინძლობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42