საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა კიევში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი გააკეთა, რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური დაცულობა იყოს უზრუნველყოფილი:
„კიევში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები არის უკრაინის შიდა პოლიტიკური პროცესები, რომელზეც ჩვენ კომენტარს ვერ გავაკეთებთ, მოვლენების ეპიცენტრში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი იმყოფება, ვიმედოვნებთ, რომ სააკაშვილის ფიზიკური დაცულობა უზრუნველყოფილი იქნება, მეტ სიღრმისეულ კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს კიევში მის საკუთარ ბინაში დააკავეს, ამ წუთებში კიევის ცენტრში სააკაშვილის მხარდამჭერები ტერიტორიის დატოვების საშუალებას არ აძლევენ იმ მიკრო-ავტობუსს, რომლშის სააკაშვილი სამართალდამცავებმა მოათავსეს.
მასალის გამოყენების პირობები






