კიევში საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავების ფაქტს ექსპერტი გია ხუხაშვილი ეხმაურება. ხუხაშვილის თქმით, უკრაინაში სერიოზული დაპირისპირებაა უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროსა და უკრაინის პროკურატურას შორის, სააკაშვილი კი ამ ყოველივეში უცნაურად მოყვა:
”ამჟამად საკითხი ბუნდოვანია. მე მეჩვენება რომ უკრაინაში საკმაოდ რთული პროცესი დაიწყო. სრულ სურათს თუ შევხედავთ დავინახავთ, რომ გუშინ ანტიკორუფციული ბიუროს და უკრაინის პროკურატურას შორის სერიოზული დაპირისპირება დაიწყო. ანტიკორუფციული ბიუროს ჩანერგილი ჰყავდა სხვადასხვა უწყებებში აგენტურა და ამჟამად დაიწყო კორუფციული შემთხვევების გამოვლენა.
ამას მოყვა ის, რომ გუშინვე შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა განცხადება, რომ ისინი იმედგაცრუებულები არიან კორუფციასთან ბრძოლის კუთხით უკრაინაში.
პროკურატურამ და ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ ყველაფერ ამერიკულზე დაიწყეს შეტევა და ამ კონტექსტში მოხდა სააკაშვილის აყვანა. ახლა ისინი ფიქრობენ, რომ უკან დასახევი არ აქვს. ამ ნაბიჯებით უპირისპირდებიან ამერიკას და მიშაც უცნაურად მოყვა ამ ყველაფერში. მე მეჩვენება რომ ამ ფაქტებს ერთმანეთთან კავშირი აქვს.
დღეს დიაგნოზი, რომ მიხეილ სააკაშვილი დააკავეს და ამით ყველაფერი დამთავრდა - მთლად ასე არ არის საქმე”, -განაცხადა გია ხუხაშვილმა
მასალის გამოყენების პირობები






