აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდებს მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგები თბილისში განიხილავენ
პოლიტიკა - 13:46, 05 Dec, 2017     925

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდებისა და ღონისძიებების დაგეგმვის საკითხები ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა, მეცნიერებმა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა ორდღიანი სამუშაო შეხვედრის ფორმატში განიხილეს. მავნებელთან ბრძოლის გამოცდილების გაზიარების, სამომავლო გეგმების დასახვის და რეგიონში მავნებლის გავრცელების ლოკალიზების მექანიზმების შემუშავების მიზნით, საქართველოში მოწვეული არიან სპეციალისტები კანადიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, შვეიცარიიდან, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან.

ფორუმის მონაწილეებმა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, კანადაში, შვეიცარიაში, იტალიასა და ესპანეთში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ აზიური ფაროსანა რთულად დასამარცხებელი მავნებელია და მასთან ბრძოლა კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. უცხოელმა ექსპერტებმა ქართველ სპეციალისტებს, მეცნიერებს და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს მავნებელთან ბრძოლის ქიმიური, მექანიკური და ბიოლოგიური მეთოდების შესახებ მათი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს.

კაკლოვანი კულტურების საერთაშორისო საბჭოს კვლევითი და სახელმწიფო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ ჯუზეპე კალკანმა მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

მოწვეულმა სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს ხელისუფლება მავნებელთან ბრძოლაში მყისიერად ჩაერთო და რომ არა სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები, მავნებლის ბიოლოგიიდან გამომდინარე, მისი გავრცელება გაცილებით მასშტაბური იქნებოდა.

უცხოელი სპეციალისტების ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ფაროსანას გავრცელების ადგილების დათვალიერება.

სამუშაო შეხვედრების დასასრულს შეჯერდება მოსაზრებები და შემუშავდება კონკრეტული რეკომენდაციები ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა სახელმწიფო სტრუქტურების როლი, ფერმერთა ჩართულობა და საზღვრების კონტროლი.

მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების ფორუმი საქართველოში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, „აგრიჯორჯიას“ და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის - USAID/G-HIP მხარდაჭერით იმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42