სამადაშვილის შეფასებით, სააკაშვილის უკანონო დაკავება და დევნა პოროშენკოს პრობლემა უნდა გახდეს.
"ისევე როგორც საქართველოს პოლიტიკური სივრციდან განდევნილი იქნა მიხეილ სააკაშვილი სამართლებრივი გზით, დღეს იმავეს აკეთებს უკრაინის პრეზიდენტი. ცდილობს, რომ თავიდან მოიშოროს ოპოზიციური პოლიტიკოსი, რომელიც რეალურად საფრთხეს უქმნის ხელისუფლებას. გუშინ ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეაზე ვისაუბრე ამ საფრთხის შესახებ, რომ პოროშენკო სააკაშვილის სამართლებრივ დევნას და დაკავებადას შეეცდებოდა. დღეს პოლიტიკურ ასამბლეაზე პოლიტიკური განცხადებები გაკეთდება, მე შესაბამის შეფასებას გავაკეთებ. გუშინ ამაზე ისაუბრა ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა, რომ ეს საფრთხე არსებობდა. დღეს შევხვდები ევროკავშირის საგარეო სამსახურის ხელმძღვანელობას, ჩავაყენებთ საქმის კურსში ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი უნდა გახდეს პრობლემა ევროკავშირისა და უკრაინის ურთიერთობაში. იმიტომ, რომ ხელისუფლებას, რომელსაც დემოკრატიული პრინციპების არსებობა არ სურს, არ შეიძლება ევროპასთან დაახლოებაზე და გაწევრიანებაზე პრეტენზიას აცხადებდეს. ეს საკითხი, მნიშვნელოვანი პრობლემა გახდება პოროშენკოს ევროკავშირთან ურთიერთობაში"- განაცხადა სამადაშვილმა.
ენმ-ს ლიდერის თქმით, პოროშენკოს მთავარი ამოცანაა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში აღარ იყოს. მისი თქმით, "ორი ქვეყნის ოლიგარქიული რეჟიმის წარმომადგენლების გარიგება ორივე ქვეყნის ხელისუფლებას ძვირად დაუჯდება".
"ვერ გამოვრიცხავთ, რომ საქართველოში უკრაინის პრემიერის უკანასკნელი ვიზიტის დროს შეთანხმება მოხდა ქართულ მხარესთან. ჩვენ ვიცით, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაჩქარებული წესით წარიმართა, ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ შეთანხმება შედგა, სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემასთან დაკავშირებთ. ყველა შემთხვევაში ეს არის ძალიან მკვეთრი წითელი ხაზი, რომელიც გადაკვეთა ერთის მხრივ უკრაინის ხელისუფლებამ და რომელსაც გადაკვეთს ასევე საქართველოს ხელისუფლება, იმ შემთხვევაში თუ სააკაშვილი საქართველოში პატიმრობაში აღმოჩნდება. ეს ყველაფერი საკმაოდ ძვირი დაუჯდება, როგორც ერთ, ასევე მეორე ქვეყნის ხელისუფლებას. ეს არის ორი ქვეყნის ოლიგარქიული რეჟიმის გარიგება დემოკრატიული ოპოზიციის წინააღმდეგ"- აღნიშნა სამადაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






