საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი და უკრაინის ოპოზიციური პარტიის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე წუთის წინ დააკავეს. სპეცრაზმმა სააკაშვილი მისი საცხოვრებელი სახლიდან გამოიყვანა:
მომხდარზე კომენტარი გააკეტა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა:
“მიხეილ სააკაშვილი გახლავთ აღმოსავლეთ ევროპაში, პოსტ საბჭოთა სივრცეში ანტირუსული, ანტიკორუფციული ფრონტის ლიდერი, ეს არის ადამიანი, რომლისაც ეშინია ყველა მოღალატეს, ყველა კორუფციონერს, ყველა ოლიგარქს, ამაში ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს, მსურს შევახსენო საზოგადოებას, რომ უკრაინამ, მაშინ სანამ საღ აზრზე იყო პოროშენკო, სამჯერ განაცხადა უარი სააკაშვილის ექსტრადირებაზე, ვინაიდან ბავშვისთვისაც ნათელი იყო ის, რომ ამ მოთხოვნების უკან იყო მხოლოდ პოლიტიკური სარჩული, არანაირი ექსტრადირება არ იქნება, ვინაიდან საქართველოში არის პოლიტიკური დევნა, არაფერი არ შეცვლილა გარდა იმისა, რომ პოროშენკო და ივანიშვილი გარიგდნენ საკუთარი ხალხების ზურგს უკან, ჩვენ მზად ვართ ყველანაირი სცენარისთვის, ამით პოროშენკომ განაჩენი გამოუტანა საკუთარ თავს, მან თქვა რომ ის არის რეალურად დიქტატორი, არის იანუკოვიჩი, ადამიანი, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ იბრძვის, იგივე ბედი ელის საქართველოში ივანიშვილს.
არ გავუსწრებ წინ მოვლენებს, არ ვიცი რა მოხდება, მაგრამ ოლიგარქები მიიღებენ ადექვატურ პასუხს უკრაინელიდ ა ქართველი ხალხისგან, ივანიშვილიც პასუხს აგებს ყველა დანაშაულზე და დიახ, სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში ის არის უშუალოდ ჩაბმული. ეს ბრძოლა არის წესიერი ხალხის ბრძოლა ოლიგარქების წინააღმდეგ და ამ ბრძოლას მოიგებს ხალხი, ვერანაირი ისტერიული სცენარი ამას ვერ შეცვლის. არანაირი სხვა ინტერესი ივანიშვილის რეჟიმს უკრაინის მიმართ არ გააჩნია, ისინი არ ხელმძღვანელობენ ხალხის ინტერესების გათვალისწინებით. დღეს საქართველოში ხელისუფლებას მართავს ივანიშვილი და ის გარიგებულია უკრაინელ კოლეგასთან, თუმცა, ხალხის ნებას წინ ვერ აღუდგებიან“, - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






