მისი თქმით, მანდატურის სამსახურის ეფექტურობის გაზრდის მიზნით მომავალ შეხვედრაზე სხვადასხვა უწყებები თავიანთ ხედვას წარმოადგენდნენ, მათ შორის საკანონმდებლო მიმართულებითაც.
ამასთან მეზვრივილის თქმით, უსაფრთხოების მონიტორინგში მონაწილეობას საპატრულო პოლიცია მიიღებს.
„შევისწავლით მანდატურის სამსახურის ეფექტურობას და ვიფიქრებთ, თუ როგორ გავაძლიეროთ აღნიშნული სამსახური. აღნიშნულთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, სადაც უწყებები საკუთარ ხედვებს წარმოადგენენ. საკანონმდებლო მიმართულებითაც ვიმუშავებთ აღნიშნულთან დაკავშირებით. მაქსიმალური კოორდინაცია იქნება მანდატურის სამსახურსა და პოლიციას შორის. ასევე, უსაფრთხოების მონიტორინგში მონაწილეობას მიიღებს საპატრულო პოლიცია“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.
მისივე განცხადებით, გრძელვადიან გეგმაში გაწერილია, რომ აღნიშნული ჯგუფის სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა მიიღონ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ფსიქოლოგებმა.
მასალის გამოყენების პირობები






