იანოშ ჰერმანი - ევროკავშირის დახმარება მრავალი ქართველის ცხოვრებაზე დადებით გავლენას ახდენს
პოლიტიკა - 16:53, 04 Dec, 2017     1278
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა მელიტონ ბენიძემ ქუთაისში, იურიდიული დახმარების სამსახურის 10 წლის იუბილე აღნიშნეს. მათ 150,000-ე ბენეფიციარს, დავით ჯანჯღავას იურიდიული კონსულტაციით წარმატებით სარგებლობა მიულოცეს.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის თქმით, ევროკავშირი იურიდიული დახმარების სამსახურს მისი დაარსების პირველივე დღიდან უჭერდა მხარს.

“ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა ქართველისათვის, მათი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მიუხედავად, ხელმისაწვდომი ყოფილიყო მაღალპროფესიონალური იურიდიული კონსულტაცია. დავით ჯანჯღავას მაგალითი ყველა ჩვენგანისათვის იმის კონკრეტული დასტურია, რომ ევროკავშირის დახმარება დადებით ზემოქმედებას ახდენს მრავალი ქართველის ცხოვრებაზე. შესაბამისად, ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ მუშაობას მომავალი წლების განმავლობაში“, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, აღნიშნა, რომ “იურიდიული დახმარების სამსახური ემსახურება უმნიშვნელოვანეს საქმეს, ადამიანის უფლებების დაცვას.

„მას უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს სამართლებრივი სახელმწიფოსა სამართლის უზენაესობის განმტკიცებაში. სამსახურმა გასული 10 წლის განმავლობაში 150,000 ადამიანს გაუწია სამართლებრივი დახმარება, რაც უდაოდ შთამბეჭდავი მაჩვენებელია.სამსახურის შესაძლებლობების განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს. პარლამენტი, რომელსაც ინსტიტუციურად ექვემდებარება იურიდიული დახმარების სამსახური, ყველაფერს გააკეთებს, რათა ხელი შეუწყოს სამსახურის გაძლიერებას. მადლობას ვუხდი ყველა პარტნიორს, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებს, განსაკუთრებით კი ევროკავშირს სამსახურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, მელიტონ ბენიძემ ბოლო 10 წლის განმავლობაში იურიდიული დახმარების სამსახურის მიღწევებზე ისაუბრა.

„იურიდიული დახმარების სამსახური დამოუკიდებელი, მაღალპროფესიონალური და კლიენტზე ორიენტირებული ორგანიზაცია გახლავთ, რომელიც საქართველოში მართლმსაჯულებაზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და ადამიანის უფლებების დაცვას უზრუნველყოფს. იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების ხელმისაწვდომობა იზრდება და დღეისათვის, ჩვენ მომსახურების გაწევა 12 ოფისისა და 7 საკონსულტაციო ცენტრის მეშვეობით, მთელს საქართველოში ხდება. ჩვენ აგრეთვე ვთავაზობთ კონსულტაციებს ელექტრონულ რეჟიმში, ჩვენი ვებგვერდისა და Facebook-ის გვერდის მეშვეობით, აგრეთვე ცხელი ხაზის დახმარებითაც“, – განაცხადა მელიტონ ბენიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42