მონადირის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
პოლიტიკა - 16:48, 04 Dec, 2017     934
თბილისის მერი კახა კალაძე ნაძალადევის რაიონში, მონადირის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსს, გივი კუბლაშვილს, გადაადგილებისას შეფერხებების და ადგილობრივი მოსახლეობის დისკომფორტის თავიდან აცილების მიზნით, გზის საფარის დაგების უზრუნველყოფა უმოკლეს ვადაში დაავალა.

“მონადირის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება. მოწესრიგდა კომუნიკაციები, აქ არ არსებობდა კანალიზაცია, არ არსებობდა წყლის მილები, შესაბამისად, ეს ყველაფერი, მიწისქვეშა სამუშაოები რაც გასაკეთებელი იყო, გაკეთებულია. ხვალიდან უკვე მივიღეთ პირობა, რომ დაიწყება ამ კონკრეტული ქუჩის მოასფალტება, შემდეგი ეტაპი კი იქნება, უკვე, ამ ქუჩაზე არსებული ჩიხების მოწესრიგება, ეს 2018 წელს გადავა და დაიწყება პროექტის განხორციელება. ზოგადად, კეთილმოწყობითი სამუშაოები ქალაქისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც ჩვენ გავაგრძელებთ და განვახორციელებთ,”- განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამ ეტაპზე, დასრულებულია წყალარინების სრულიად ახალი ქსელის მოწყობა, რომლითაც 100-ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს. პროექტის ფარგლებში, 3 289 მეტრზე სრულად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები.

მონადირის ქუჩის რეაბილიტაციას თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ვიაიპი+“ ახორციელებს და სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 836 404,92 ლარია გამოყოფილი.

დედაქალაქის მერის დავალებით, გზის საფარის დაგება მონადირის ქუჩაზე ხვალიდან დაიწყება.

მონადირის ქუჩაზე დღეს თბილისის მერთან ერთად ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე და საკრებულოს დეპუტატი თამარ ტალიაშვილიც იმყოფებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42