საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს დღეს პარლამენტში მოუსმინეს. მისი განცხადებით, ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი ორგანო და ასევე ისაუბრა კურსის მოსალოდნელ ცვლილებებზე, რომლის პროგნოზირებაც შეუძლებელია:
„მცურავი გაცვლითი კურსის შემთხვევაში, აბსოლუტურად შეუძლებელია რაიმე პროგნოზის გაკეთება. იმის ფონზე, რომ არის გაუმჯობესება საგარრო ფაქტორების მხრიდან დიდი ალბათობით შესაძლებელია, რომ მოლოდინებს ეთამაშა თავის როლი, მაგრამ ისევ და ისევ ამის სრული ანალიზი შესაძლებელი იქნება გარკვეული პერიოდის შემდეგ. იმ შემთხვევაში თუ მინიმალური გაცვლითი კურსი გარკვეული პერიოდის განმავლობაში იქნება გადახრილი წონასწორობის კურსისგან, ისე რომ მან შეიძლება ინფლაციის ზრდას შეუქმნას რისკები, ეროვნული ბანკი მიიღებს ზომებს და ეს ზომები არის მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება,“ - განაცხადა კობა გვენეტაძე.
მასალის გამოყენების პირობები






