„ლეოგრანდის“ ტრაგედიასა და ისნის სპეცოპერაციას შუა ქალაქში, 16 წლის ლევან დადუნაშვილისა და დათო სალარიძის განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლა მოჰყვა. მკვლელობაში ბრალდებულები გარდაცვლილთა თანატოლები არიან!
ლევანი ადგილზე დაიღუპა, დათო კი სიკვდილს 23 საათი ებრძოდა, თუმცა ექიმების დიდი მცდელობის მიუხედავად, მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ამ დღეებში 17 წლის ბიჭი მოკლეს იმერეთშიც, მკვლელობაში ბრალდებული და გარდაცვლილი თანასოფლელები არიან. როგორც ირკვევა, ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი არსებობდა, რომელიც 2 დეკემბერს, სასაფლაოზე სისხლანი დაპირისპირებითა და მკვლელობით დასრულდა.
მოკლული სკოლის მოსწავლე დედისერთა იყო, დედა თურქეთში სამუშაოდ იმყოფებოდა, რათა შვილის მომავალი უზრუნველეყო….
ოჯახი დამნაშავის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს! გარდაცვლილის მეზობლები და ახლობლები ამბობენ, რომ დაკავებულის ოჯახს სოფელში აღარ აცხოვრებენ.
რაც შეეხება ხორავას 4 ნომერში მომხრ საზარელ ფაქტს, ოფიციალური ინფორმაციით, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდება 2 მოსწავლეს წაუყენეს, აქედან ერთი დაკავებულია, მეორეს ჯერ კიდევ ეძებენ. („მკვლელობის ბრალდებით ძებნილ პირს საქართველოს საზღვარი არ გადაუკვეთავს“ - პროკურორი).
დღეს, დანაშაულის დაფარვის მუხლით, პოლიციამ 3 პირი დააკავა. მკვლელობის საქმეზე დაკავებულთა შორის ერთ-ერთი ორი მოსწავლის მშობელია. „ნიუპოსტის“ ინფორმაციით, დაკავებული კალანდია, სხვა პირების მსგავსად, დუმილის უფლებას იყენებს. ასევე, დუმილს ამჯობინებს სისხლიან გარჩევაში მონაწილე მოზარდთა უმეტესობაც.
ამ დრომდე დუმს მკვლელობაში ბრალდებული დაკავებული მოზარდიც.
„ნიუპოსტის“ ინფორმაციით, შესაძლოა, ბრალდებულთა წრე გაიზარდოს. ერთ-ერთი ვერსიით, სისხლიანი გარჩევისას მოზარდების ნაწილი ჩხუბში უშუალოდ იყო ჩართული - დანის დარტყმის დროს მსხვერპლები გააკავა.
შინაგან სამქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ ამ საქმესთან შემხებლობაში მყოფ ნებისმიერ პირს შეიძლება, სტატუსი შეეცვალოს.
ამასთან, როგორც ირკვევა, სამართალდამცავებს ჯერ არ ამოუღიათ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.
ბოლო დროის სასტიკმა მკვლელობამ ბევრ ჩვენგანს მიმდინარე წლის 13 თებერვალს, თბილისში, ვაგზლის მოედანზე მომხდარ მკვლელობა გაახსენა, როდესაც 17 წლის ბიჭმა, მობილური ტელეფონის და ქურთუკის წართმევის მიზნით, ასევე არასრულწლოვანი მოკლა და ადგილიდან მიიმალა. განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ბრალდებული მალევე დააკავა, თუმცა ფაქტია, რომ პრევენციული ღონისძიებები არ გატარებულა.
დანაშაული, რომ კომპლექსურია და პასუხისმგებლობის ტვირთი ხელისუფლებაზე მოდის ამაზე „ნიუპოსტთან“ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნებიც საუბრობენ.
„სამართალდამცავთა ლიგის“ წევრი ზაზა ჭაია „ნიუპოსტთან“ აღნიშნავს, რომ ქვეყანაში დანაშაულებრივი სამყაროს მიმართ რომანტიზმი დაბრუნდა.
"დანაშაულებრივი ჯგუფის გავლენა სკოლებზე, მაყურებლების ინსტიტუტი, ე.წ. ობშიაკის შეგროვება და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიტანა, დანაშაულებრივი სამყაროს წევრთა მხარდაჭერა, თანხების შეწერა, გამოძალვა, აზარტული თამაში, დაშინება, ჩაგვრა, ნარკოტიკები, ცივი და ცეცხლსასროლი იარაღი სკოლებში - ეს აღმოფხვრილი იყო. სამწუხაროდ, სისტემური პოლიტიკის არარსებობამ დანაშაულებრივი სამყაროს მიმართ რომანტიზმი გამოიწვია. ბავშვები, რომლებიც სპორტით და განათლებით იყვნენ დაინტერესებულნი, ისევ სხვა რელსებზე გადაიყვანა. არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულის საერთო სურათიდან ამოგლეჯვა მცდარ პოზიციამდე მიგვიყვანს. ჩვენ, დანაშაულებრივი კუთხით არსებულ სისტემური პრობლემა უნდა განვიხილოთ“- განაცხადა ჭაიამ.
მისი თქმით, თუ ხელისუფლებამ დანაშაულებრივი სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდი არ შეცვალა, ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება.
პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი ქალთა მიმართ ძალადობაზე და კრიმინალის გახშირებულ ფაქტებზე საუბრობს.
„მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში, ოჯახური ძალადობის შედეგად 25 - მდე ქალბატონი მოკლეს. მძიმე მდგომარეობაა ქალთა მიმართ ფიზიკური ძალადობის. გახშირდა დაჭრისა და დაზიანების ფაქტები.
ყოველდღე გვესმის ძალადობა და წამება მოხუცების მიმართ, ყაჩაღური თავდსასხმები ბანკებზე, მაღალია ყაჩაღობის მაჩვენებელი. აქტუალური გახდა ნარკოტიკების მოხმარებისა და გასაღბის ფაქტები. ჩემს მიერ ჩამოთვლილი დანაშაულების ყველა კუთხით საქართველოში უმძიმესი მდგომარეობაა. კვირა არ გავა, რომ არ გავიგოთ, როგორ სძალავს დანაშაულებრივი ჯგუფი ფულს საქმოსანს ან ვაჭარს. ჩემი აზრით, სახელმწიფო პოლიტიკა უნდა შეიცვალოს დანაშაულებრივი სამყაროს წინააღმდეგ. თუ შს სამინისტოს პოლიტიკა არ შეიცვალა, თუ სისტემური დანაშაულებები არ აღმოიფხვრება, სამწუხაროდ, მსგავს სისასტიკეს ვერ ავცდებით. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ, ბავშვი ქურთუკის გამო მოკლეს - თუ სახელმწფო პოლიტიკა არ შეიცვლება, მსხვერპლი გარდაუვალია“- აღნიშნა ჭაიამ.
„სამართალდამცავთა ლიგის“ წევრი შს სამინისტროს მოუწოდებს, რომ იმ პირების მიმართ ვინც გამოძიებასთან არ თანამშრომლობს ძიება შესაბამისი მუხლით დაიწყოს.
"მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოკვეთილია მკვლელობაში თანამონაწილეობა, გამოკვეთილია ხულიგნობა, დანაშაულის შეუტყობინებლობა - ეს მუხლები ხელის გულზე დევს. თუ ჩვენებას არ გაძლევს, სისხლის სამართლის კოდექსში მკაცრად გაწერილი მუხლები უნდა აამოქმედო და შეგეხვეწებიან ჩვენების მიცემას"- თქვა ჭაიამ.
"სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა „ნიუპოსტთან“ მანდატურის პასუხისმგებლობის საკითხსაც არ გამორიცხავს.
შეგახსენებთ, „ნიუპოსტის“ ინფორმაციით, მოსწავლეებს შორის დაპირიპირება სავარაუდოდ სკოლის ტერიტორიაზე დაიწყო.
51-ე სკოლის მოწავლეები ჩვენ სკორესპოდენტს პირად საუბარში უყვებიან, რომ შესლა-შემოხლა მანდატურის სამსახურმა განმუხტა, თუმცა ჩხუბის მიზეზით არ დაინტერესებულა, ყოველგარი პრევენციული ღონისძიებების გარეშე გააცილა სკოლიდან.
კუპრავა აღნიშნავს, რომ თუ ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, მანდატური ვალდებული იყო 112-ში ზარი განეხირციელებინა და საპატრულო პოლიცია საქმის კურსში ჩაეყენებინა.
"მითუმეტეს თუ საქმე ეხება პნევმატურ იარაღს, მანდატური ვალდებულია, ინფორმაცია პოლიციას შეატყობინოს. არ ვიცი გამოძიების მასალებში რა ფაქტები დევს, მაგრამ თუ მანდატურის სამსახურის წარმომადგენელმა იცოდა კონფლიქტის შესახებ და არაფერი მოიმოქმედა, მისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს"- განაცხადა კუპრავამ.
ყოფილი სამართალდამცავი, შინაგან საქმეთა სამისნიტროს იმ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს, რომლის მიხედვითაც, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, ორი მოსწავლის მშობელი დააკავეს.
"თუ ეს ის მშობელია, რომელმაც დანაშაულის შესახებ იცოდა და თავის შვილს მალავდ, შს სამინისტროს მხრიდან აბსოლუტურად სწორი ნაბიჯია გადადგმული. ზოგადად, მშობელმა, რომელმაც იცის, რომ მის შვილი გარეულია, შემსწრეა ძალიან სასტიკი დანაშაულის და არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, რა თქმა უნდა, მისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს" - თქვა მან.
ბოლო ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ არასრულწლოვნებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა, პატიმრობის შესახებ დააკმაყოფილა. დაცვის მხარე ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.
სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმე არასრულწლოვნებს ეხება.
მასალის გამოყენების პირობები






