მანდატურის სამსახურის გაძლიერება, სასკოლო დისციპლინა, ბრძოლა ბულინგისა და ძალადობის წინააღმდეგ - განათლების მინისტრის სპეციალური განცხადება
პოლიტიკა - 14:59, 04 Dec, 2017     1499
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დღეს ბრიფინგი გამართა. მინისტრის განცხადებით მისი უწყება განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს მანდატურის ინსტიტუტის გაძლიერებას და ამ ინსტიტუტის სამართალდამცავებთან კოორდინირებულ მუშაობას:

“მსურს კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახებს, ახლობლებს და მთელ საზოგადოებას, შესაბამისი ორგანოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უსწრაფესად მოხდეს სიმართლის დადგენა. ჩვენი შვილების უსაფრთხოება ჩვენი მთავარი ინტერესია. დღეს სამინისტროს უმტავრესი საზრუნავია გავაძლიეროთ მუშაობა საიმისოდ, რომ მსგავსი ტრაგედია აღარ განმეორდეს, შეურიგებელი ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ ძალადობას, ჩვენმა ძალისხმევამ მთელი ქვეყანა, უკლებლივ ყველა სკოლა უნდა მოიცვას, ეს ამოცანა ყველა სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, მთლიანად საზოგადოების შრომას, ასევე საერთაშორისო გამოცდილების გამოყენებას მოითხოვს.

გუშინ შევხვდი შინაგან საქმეთა მინისტრს, ჩვენ ერთსულოვანი ვართ იმაში, რომ აუცილებელია დანაშაულის პრევენციის მიზნით სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. შევთანხმდით, რომ შეიქმნება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც პრევენციის გეგმასა და პროცესს სრულ კოორდინაციას გაუწევს, სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში აქტიურად იქნებიან ჩართულები იმ სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში მუშაობენ, უკვე დავსახეთ რამდენიმე მიმართულებით სტრატეგია.

პირველ რიგში ეს არის საგანმანათლებლო დაწესებულებებში მანდატურის სამსახურის როლის გაძლიერება, ასევე მანდატურის სამსახურისა და სამართალდამცავ უწყებებს შორის კოორდინირებული მოქმედება. ასევე გადაწყდა, რომ საწყის ეტაპზე სკოლების უსაფრთხოების მონიტორინგში ცაერთვება საპატრულო პოლიცია.

გარდა ამისა, გააქტიურდება მუშაობა სკოლებში პრევენციული საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობების, საზოგადოებრივი წესრიგის და სასკოლო დისციპლინის დაცვის, ბულინგისა და ძალადობის წინააღმდეგ, ჯგუფი ასევე იმუშავებს არასრულწლოვნებისთვის ფსიქოლოგიური და საკონსულტაციო სერვისების უზრუნველყოფაზე. დაინერგება კონფლიქტების პრევენცია-მართვის და მედიაციის პროგრამები, 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს ფსიქოლოგიური სამსახურის ცხელი ხაზი.

ქვეყნის უკლებლივ ყველა სკოლა რომ მოვიცვათ, პროცესში პროფესიონალებთან ერთად ჩართულები იქნებიან უმაღლესი სასწავლებლების ფსიქოლოგიის სპეციალისტები მაგისტრანტები და დოქტორანტები.

განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ მშობლების მონაწილეობას ამ პროცესში, ეს გულისხმობს მშობლების ინტენსიურ ჩართულებას სკოლის ცხოვრებაში, ასევე საინფორმაციო-საკონულტაციო მომსახურების შეთავაზებას.

ჩვენ არამხოლოდ დანაშაულის პრევენციაზე უნდა ვიზრუნოთ არამედ უპირველეს ყოვლისა ისეთი ვითარების ფორმირებაზე, სადაც ძალადობა და აგრესია დაუშვებელია.

გვჯერა, რომ რაც არ უნდა რთულად გვეჩვენებოდეს ეს, ამ მიზნისკენ უნდა ვიმოძრაოთ, ეს კი მხოლოდ ცოდნისა და განათლების გავრცელებით, ღირებულებათა სწორი სისტემის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებით მიიღწევა.

ერთობლივი ძალისხმევით მივაღწევთ იმას, რომ უკლებლივ ყველა სკოლა უსაფრთხო გახდეს და მსგავსი ტრაგედია აღარასდროს განმეორდეს“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42