სამეცნიერო წრეების და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის პროექტზე იმსჯელეს
პოლიტიკა - 12:33, 04 Dec, 2017     928
სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო წრეების და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სამომავლო ტაქტიკისა და გასატარებელი ღონისძიებების საკითხები სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“ გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.

აღინიშნა, რომ აზიური ფაროსანა არ მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს არაერთი ქვეყნის პრობლემაა და მნიშვნელოვანია გლობალურად იქნას აღქმული საკითხის მნიშვნელობა და შემუშავდეს ბრძოლის ეფექტიანი სტრატეგია.

სამუშაო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მავნებელთან ბრძოლა შედეგიანი მხოლოდ სახელმწიფოს, მეცნიერების, ბიზნესსექტორისა და ფერმერების ერთობლივი ძალისხმევით იქნება შესაძლებელი.

მინისტრის განცხადებით, 2017 წლის გამოცდილების საფუძველზე, ქვეყანაში შემუშავდა ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგიის პროექტი, რომელიც დღეს გამართული სამუშაო შეხვედრის ფორმატში იქნება განხილული და შეჯერებული იმ გამოცდილებებთან, რომელიც სხვა ქვეყნებში არსებობს და რომლის შესახებაც მოწვეულ მეცნიერებთან ერთად იმსჯელებენ შეხვედრის მონაწილეები.

„საქართველოში მოწვეულია ყველა ის წამყვანი ენტომოლოგი და სპეციალისტი, ვისაც მნიშვნელოვანი გამოცდილება გააჩნია აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით. ჩვენ გვექნება სხვადასხვა ტიპის პრეზენტაცია; გვექნება მსჯელობა, დისკუსია და საბოლოოდ შეჯერებული გეგმის პრეზენტაცია, რომლის შემდეგაც დავიწყებთ ღონისძიებების გატარებას. სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუდმივად მუშაობს მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე, მათ შორის, ფიტოსანიტარიული სამსახურის პოტენციალის ზრდისა და ტექნიკური აღჭურვის კუთხით იმისათვის, რომ მომავალ წლებში ჩვენ უფრო ეფექტიანად გავუმკლავდეთ გამოწვევას, რომელიც გამოწვევაა არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ არაერთი ქვეყნის სოფლის მეურნეობის დარგისთვის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“ გამართული შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და აგრიჯორჯიასა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თხილის სექტორის განვითრების პროექტის - USAID/GHIP ორგანიზებითა გაიმართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42