პრეზიდენტის სასახლეში შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტის მიღების ოფიციალური ცერემონია გაიმართა
პოლიტიკა - 11:51, 04 Dec, 2017     892
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტის მიღების ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

დორის ლოიტჰარდი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვია. შვეიცარიის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობდნენ: საქართველოს პირველი ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩი შვეიცარიის კონფედერაციაში დავით ჯალაღანია, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი.

დღესვე საქართველოს და შვეიცარიის პრეზიდენტები გამართავენ შეხვედრებს, როგორც პირისპირ ასევე გაფართოებულ ფორმატებში დელეგაციების თანხლებით, რის შემდეგაც ქართველი და უცხოური მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ.

შვეიცარიის პრეზიდენტი ასევე გამართავს ოფიციალურ შეხვედრებს საქართველოს პრემიერმინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტებს შორის საუბარი ძირითადად ოკუპირებულ ტერიტორიებს და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს შეეხება, რადგან შვეიცარიას განსაკუთრებული პოლიტიკური როლი აქვს საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობის ნაწილში.

"პრეზიდენტების მთავარი სასაუბრო ნაწილი შეეხება სწორედ საქართველოს და რუსეთის ურთიერთობებს, ოკუპაციას და რუსეთის იმ აგრესიულ და პროვოკაციულ ქმედებებს, რომლებიც მუდმივად, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება საქართველოს წინააღმდეგ", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

რაც შეეხება ეკონომიკურ ურთიერთობებს, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, შვეიცარია არის განსაკუთრებული ეკონომიკური მოდელის მქონე ქვეყანა, რომლისგანაც საქართველომ ბევრი უნდა ისწავლოს ეკონომიკური განვითარების, ტურიზმისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42