პოლიციელის სკანდალური ინტერვიუ - „თავისუფალი ზონის“ აქტივისტი თავდასხმის დეტალებს იხსენებს
პოლიტიკა - 10:18, 04 Dec, 2017     8146
"თავისუფალი ზონის" აქტივისტს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც გიორგი კვანჭიანის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. ექიმის განმარტებით, მას ტვინის შერყევა და შესაძლოა, შიდა ქალას ტრავმა აქვს.
ჟურნალისტ ელისო კილაძის ინფორმაციით, თავდასხმამდე, გიორგი კვანჭიანმა გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ რედაქციას მიაწოდა ინფორმაცია აშშ-ში გაქცეული ყოფილი პოლიციელების შესახებ, რომლებიც უწყებაში გამეფებულ უკანონობაზე საუბრობენ.

„მოვდიოდი ტაქსით და უცბად, ტაქსიდან რომ ჩამოვედი, წავედი მაღაზიაში - წყალი უნდა მეყიდა. გამოვედი თუ არა, უცნობმა ორმა პიროვნებამ მოულოდნელად მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მუქარა არ ყოფილა, მაგრამ გინება იყო,“ - განაცხადა „თავისუფალი ზონის“ აქტივისტმა გიორგი კვანჭიანმა.

ელისო კილაძის განმარტებით, პატრულის გადამდგარ თანამშრომლებთან სკანდალური ინტერვიუ შსს-ს შესახებ გუშინ Skype-ით ჩაწერეს და ის სამშაბათის ნომრისთვის მზადდება.

„მან დაგვაკავშირა ამერიკის შეერთებულ შტატებში გაქცეულ ყოფილ პოლიციელს, რომელიც მისი ნათესავია. პოლიციელმა მოგვცა ძალიან სკანდალური ინტერვიუ, რომელიც ეხება შს სამინისტროში გიორგი მღებრიშვილის დროს მიმდინარე მოვლენებს. დაასახელა სკანდალური ფაქტები, სახელები, გვარები და ა.შ. დაახლოებით 40 წუთში ის დაგვიკავშირდა facebook-ის მეშვეობით და გვითხრა, რომ არის ნაცემი,“ - აცხადებს ელისო კილაძე.

გამოძიება 126-ე ცემის მუხლით დაიწყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42