"სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა, ხორავას ქუჩაზე სამი დღის წინ მომხდარ სისხლიან გარჩევას ეხმაურება, რომელსაც ორი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. კუპრავა კომენტარს სოციალური ქსელის მეშვეობით აკეთებს:
“1) ფაქტია, რომ პროკურატურის მაღალ ჩინოსნის შვილმა დანაშაული დამალა.
2) ა. ს.- მ საკუთარ მამას პრკურატურის მაღალ ჩინოსანს მირზა სუბელიანს წინასწარი შეცნობით არ დაურეკა.
არაფერი უთხრა მანდატურს.
სკოლის ინციდენტი დამალა და ბოლოს ამ ყველაფრის სანაცვლო დაურეკა მის დანებით შეიარაღებულ დეიდაშვილს და თანასკოლელები რაზბორკაზე დააბარებინა.
3) მკვლელობის ადგილზე იმყოფებოდა თავად მირზა სუბელიანის შვილი ა. ს. და ის თანამონაწილეა დანაშაულის.
პ.ს. ვერ გააპრავებთ, ვერა!
ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი!
ორი ჩამქვრალი სიცოცხლე არავის არ უნდა შერჩეს!”, - წერს ზვიად კუპრავა.
მასალის გამოყენების პირობები






