,,სახლში სისხლისგან დაცლილს რომ მოგისვენებენ...! რატომ არ გვშველის ამბიონიდან ჭკუის დარიგება?! იმიტომ, რომ მოჩვენებითია“ - პეტრე კოლხი
სოც.მედია - 15:19, 03 Dec, 2017     13741
,,შვილებმა ჩვენგან მხოლოდ მკვლელობა ისწავლეს!..“ - თბილისში დატრიალებულ ტრაგედიას, რომელსაც ორი მოზარდის სიცოცხლე შეეწირა, ფეიბუქის გვერდზე ეხმაურება დეკანოზია პეტრე კოლხი

,,ღამე თეთრად დამათენდა. ძვლები მეწვის... სისხლი აღარ მოძრაობს... გულს მექანიკური საათის ფუნქცია შერჩა...

ექვსი შვილი მყავს... უყვართ სახლიიდან გასვლა, მეგობრების გარემო, თამაში, ხალხთან ურთიერთობა... სანამ შინ შემოვლენ, მანამდე ფორიაქი მიპყრობს... ღმერთს სახელს მილიონჯერ ვახსენებ და ვევედრები, ყველას შვილი მშვიდობით დაბრუნდეს მშობელთან... მახსოვს, მეუღლესთან კამათის დროს, მეოთხე შვილი, რატი სახლიდან გარბოდა, მეშინია ხმამაღალი სიტყვისო და ქვითინებდა... ჩემი ბავშვობა გამახსენდა... მეც ასე ვიქცეობი.... სამყარო სუნთქვას წყვეტდა, როცა მშობლები კინკლაობდნენ... არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მხარეა მართალი, აკანკალებული ბავშვის წინაშე ოდივე მშობელი მწარედ ცდება... ყველაფერი უსიყვარულობის ბრალია... არც აღზრდა ვიცით რას ნიშნავს... კაცს ფუნქცია აქვს დაკარგული, სახლში ზის... ქალი ლუკმა პურის საშოვნელად სხვაგან გარბის... მცირე ასაკში დედა ყველას სჭირდება. ხშირად, მშობლები ისე იქცევიან, მარტო ყოფნა სჯობს, მაგრამ შვილებთან ერთად მშობლებიც უნდა იზრდებოდნენ...

არ არსებობს სიტყვა, რომელიც შვილმკვდარ დედას ნუგეშს მოუტანს... ჯანმრთელობის გაუარესების გამო თუ საკუთარი ღვიძლი ხელიდან გეცლება, თითქოს ემზადები უბედურებისთვის, მაგრამ დილით სკოლაში რომ გააცილებ და სახლში სისხლისგან დაცლილს მოგისვენებენ, როგორ უნდა გადაიტანო?! რანაირად უნდა აპატიო?! ექვსი შვილის მამა ვარ, ვერ ვიფარისევლებ, ალბათ გამიჭირდება პატიება...

მთელი ერის ტრაგედიაა... რატომ არ გვშველის ამდენი აშენებული ტაძრები, ლიტანიობა და ამბიონზე სხვებისთვის ჭკუის დარიგება?! იმიტომ, რომ გარეგნულია, ზედაპირული და მოჩვენებითი... იმ ტაძარსაც თავის მოსაწონებლად ვაშენებთ და იმ სიკეთესაც იმიტომ გავცემთ , ოღონდ თუ გავცემთ) საქებარი სიტყვები რომ მოვისმინოთ...

ერთხელ კლასში შევედი, საახალწლო ნატვრები დავაწერინე პატარებს... ერთს ეწერა, მინდა, დედიკო და მამიკომ არ იჩხუბონო... ეს არის ყველაზე დიდი დღესასწაული... ჩვენ შვილებს ჩვენივე ხელით ვკლავთ...“ - წერს დეკანოზი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42