შემომხედა და ერთი ამოილუღლუღა - "გადამარჩინეთ!.. მისი ჭრილობები იყო სიცოცხლესთან შეუთავსებელი - რას იხსენებს სასწრაფოს ექიმი
სოც.მედია - 13:15, 03 Dec, 2017     17022

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმი თამუნა საგარეიშვილი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის დროს შემთხვევის ადგილზე იყო გამოძახებული, თავის Facebook-ის გვერდზე ამ მძიმე წუთებს იხსენებს:

"გუშინ, ჩემს კუთვნილ მორიგეობაზე შემოვიდა მისამართი:
- ხორავას ქუჩაზე, ცივი იარაღით დაჭრილი მოზარდები არიან, პანიკური ზარია, იჩქარეთ!
ჩვენ რათქმაუნდა არ დავყოვნდით, მისამართის მიღებიდან 5 წთ-ში აღნიშნულ მისამართზე მივედით.

ზღვა ხალხი დაგვხვდა ადგილზე, მივხვდი, რომ საქმე კარგად არ იყო. შევედით ეზოში და აი ისიც, დათო სირალიძე, თავისივე სისხლის გუბეში ჩაწოლილი, კანი ცივი, ფერმკრთალი, ღრმად დაბინდული ცნობიერებით. მისი ჭრილობები იყო სიცოცხლესთან შეუთავსებელი. ვხვდებოდი, რომ მისი გადარჩენა რთული, თითქმის შეუძლებელი იქნებოდა...
მან შემომხედა და ერთი ამოილუღლუღა - "გადამარჩინეთ!"

ელვისებური სისწრაფით გავუწიეთ პირველადი სამედიცინო დახმარება. ღმერთს ვევედრებოდი გული არ გაეჩერებინა მისთვის და დედისთვის შვილი არ წაერთვა. დავითს კი ვთხოვდით თვალები არ დაეხუჭა და ებრძოლა სიცოცხლისათვის. ჩაძახილზე თუ როგორ ესმოდა ჩვენი - ის, თითების ჟესტით გვანიშნებდა, რომ მას ჩვენი ესმოდა. სტაციონარის ეზოში შესვლისას თვალები დახუჭა, სუნთქვას აჩერებდა. სასწრაფოდ შევიყვანეთ კლინიკაში და იქვე გული გააჩერა. მთელი კლინიკის ექიმები მობილიზებულები იყვნენ, ჩაუტარდა გულ-ფილტვის რეანიმაცია და გულის რითმი მალევე აღდგა. მაშინვე საოპერაციო ბლოკში შეიყვანეს.

ის სიცოცხლისათვის 23 სთ-ი იბრძოდა. მიუხედავად ყველაფრისა მისი გადარჩენა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა.
არასოდეს დამავიწყდება ეს დღე, როდესაც მისი წყლიანი, უმწეო თვალები დახმარებას გვთხოვდა.

ლევან დადუნაშვილი მე არ მინახავს, მას სხვა ბრიგადა ემსახურებოდა, ისეთივე უმწეო, ისეთივე სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობებით იყო როგორიც დათოსი, ის კლინიკაში მისვლამდე, სასწრაფოს მანქანაში გარდაიცვალა... ," - წერს თამარ საგარეიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42