აუცილებელია, შეიცვალოს ვითარება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში - საქართველოს პატრიარქი
პოლიტიკა - 12:56, 03 Dec, 2017     2078

საქართველოს საპატრიარქოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის სიტყვა, რომელსაც რუსეთში, პატრიარქობის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით მიძღვნილ ღონისძიებაზე წაიკითხავენ.

აუცილებელია, შეიცვალოს ვითარება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და რუსეთ-საქართველოს შორის დამოკიდებულება სამართლიანობასა და ურთიერთპატივისცემას დაემყაროს, - აღნიშნულია მისი უწმიდესობის სიტყვაში.


"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სიტყვა რუსეთის ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომისა და პატრიარქობის აღდგენის 100 წლისთავის იუბილეზე

თქვენო უწმიდესობავ, ქრისტესმიერ საყვარელო ძმაო, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქო კირილე,
უწმინდესნო და უნეტარესნო პირველიერარქნო ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიებისა,
ყოვლადუსამღვდელოესნო მღვდელმთავარნო, სამღვდელო და სამონოზვნო დასნო,

ძვირფასო სტუმრებო,

ქალბატონებო და ბატონებო,

საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით ქრისტესმიერი სიყვარულით მოგესალმებით ყველას, მოგილოცავთ და თქვენთან ერთად ვიზიარებთ 100 წლის წინ რუსეთის ეკლესიაში მომხდარი უმნიშვნელოვანესი ფაქტით, – წმიდა სინოდის შეკრებით და ამ სინოდზე პატრიარქის მმართველობის აღდგენით, – გამოწვეულ სიხარულს.

ეს განცდა ჩვენთვის ფრიად ახლობელია, რადგან საქართველოს ეკლესიამაც საკუთარ თავზე გამოსცადა პატრიარქობისა და ავტოკეფალიის გაუქმებით მიყენებული სიმწარეც და მისი მოპოვებით გამოწვეული უდიდესი სიხარულიც.

ჩვენ ერთნაირი ხვედრი გვქონდა ათეისტური რეჟიმის დროსაც და ორივემ დიდი თავდადებისა და მსხვერპლშეწირული მსახურებით გადავლახეთ ეს უმძიმესი განსაცდელი.

დღეს სხვა რეალობაა. თუმცა, ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევები კვლავაც სერიოზულია და, ამასთან, მრავალფეროვანი როგორც სულიერ, ისე პოლიტიკურ, სოციალურ, ეკოლოგიურ, თუ სხვა სფეროში.

მაგალითად, როგორც ცნობილია, რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად, ჩვენი ეკლესიები ინარჩუნებენ მეგობრულ დამოკიდებულებასა და ევქარიტიულ ერთობას, მაგრამ სიტუაციის განმუხტვისათვის ეს არ არის საკმარისი. აუცილებელია, შეიცვალოს ვითარება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და ჩვენს სახელმწიფოებს შორის დამოკიდებულება სამართლიანობასა და ურთიერთპატივისცემას დაემყაროს, რის შესახებაც ჩვენ ადრეც არაერთხელ აღგვინიშნავს. წმ.წერილში ვკითხულობთ: ,,სიმართლე და სამართლის თქმა, მსხვერპლზე უფრო სასურველია უფლისათვის” (სიბძნ.სოლომნ. 21;3).

ვიმედოვნებთ, ღვთის წყალობით, სიმართლე და მშვიდობა იზეიმებს.

დღევანდელი დღე, ბუნებრივია, საერო და სასულიერო ხელისუფალთა ურთიერთობის საკითხებზეც გვაფიქრებს. რა თქმა უნდა, ორივე მათგანის მიზანი ღვთისა და ხალხის მსახურება უნდა იყოს, მაგრამ მათ თავ-თავისი სამოქმედო სფერო აქვთ.

როგორც ადამიანი შედგება სულისა და ხორცისაგან, მართლმადიდებლური გაგებით, სახელმწიფოც ასევე წარმოადგენს სასულიერო და საერო მმართველობის ერთობლიობას და, ამასთან, თვითოეული თავისი მიმართულებით მოქმედებს, ოღონდ, ვიმეორებთ, ერთი მიზნისკენ, – ღვთისა და ხალხის ერთგული მსახურებისათვის; ხოლო სადაც ეს ასე არ ხდება, იქ ბალანსი ირღვევა და არასწორ გამოვლინებებს აქვს ადგილი, თუნდაც ისეთს, როგორიც ეს იყო რუსეთის ეკლესიის ცხოვრებაში პატრიარქობის აღდგენამდე.

ჩვენ უნდა ვისწავლოთ წარსულისაგან და აღარ გავიმეოროთ იგივე შეცდომები.

თქვენო უწმიდესობავ, პატრიარქო კირილე, კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ ამ საიუბილეო თარიღს, ვულოცავ მას თქვენი ქვეყნის ხელისუფალთ, სასულიერო დასსა და მორწმუნე ერს და ვუსურვებ თქვენს ეკლესიას თავდაუზოგავი მუშაკობით მართლმადიდებელი სამყაროს საკეთილდღეოდ ბოლომდე შეძლოს ღვთის ჭეშმარიტი გზით სამწყსოს წარმართვა.

,,ღმერთმან მშვიდობისამან, დაე, სრულგქმნათ თქვენ ყოველი კეთილი საქმის მისი ნებისამებრ აღსასრულებლად” (ებრ. 13, 20-21)."





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42