„კურიერის“ ინფორმაციით 51-ე სკოლის პედაგოგები ფლობდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მათ მოსწავლეებსა და სხვა სკოლის მოსწავლეებს შორის გარკვეული დაპირისპირება არსებობდა. როგორც ცნობილია, „კურიერის“ რედაქციაში ერთ-ერთი გარდაცვლილის ოჯახის ახლობელმა დარეკა და აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებს მიაწოდა, წყარომ ვინაობის დასახელებისგან უარი განაცხადა:
„პედაგოგებს ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ რომ ბავშვებს სხვა სკოლის მოსწავლეებთან გარკვეული კონფლიქტი ჰქონდათ, ამ ყოველივეს კი სკოლის ადმინისტრაცია მალავს“, - განუცხადა წყარომ „კურიერს“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დანაშაულში ეჭვმიტანილი, 2001 წელს დაბადებული მოზარდი დააკავეს, მიმდინარეობს კიდევ ერთი ეჭვმიტანილის სამძებრო სამუშაოები. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






