,,ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, 51-ე სკოლის ადმინისტრაციას და მანდატურებს, მოსწავლეებს შორის დაპირისპირების ეჭვის საფუძველი არ ჰქონიათ“ - მარიამ ჯაში
პოლიტიკა - 20:44, 01 Dec, 2017     8359
სკოლის მოსწავლეებს შორის სისხლიან დაპირისპირებას პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ფეისბუქის გვერდზე გამოეხმაურა.

მარიამ ჯაში დაღუპული ბიჭის ოჯახ უსამძიმრებს და აცხადებს, რომ საჭიროა სკოლაში უსაფრთხოების ზომების გაძლიერება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მარიამ ჯაში შს და განათლების მინისტრებთან შეხვედრას გეგმავს.

,,დღეს თბილისში უდიდესი ტრაგედია მოხდა. ტრაგედია, რომლის მსგავსი 4 წელია არ მომხდარა სკოლის მოსწავლეებს შორის.

წარმოუდგენელია დღეს დაღუპული შვილის მშობლები ვანუგეშოთ რაიმე სიტყვით... ესეთ დროს, სიტყვებიც ზედმეტია...

საქართველოს პარლამენტის წევრები და პარლამენტის აპარატის თანამშრომლები ყველანი შეძრული ვართ დღევანდელი ტრაგედიით და ვუსამძიმრებთ დაღუპული მოსწავლის ოჯახს, მის მეგობრებს და თითოეულ ახლობელს.

შუადღის შემდეგ, პირადად ხაზზე ვარ როგორც განათლების, ასევე ჯანდაცვის სამინისტროებთან. მთავარი ამ ეტაპზე ხორავას ქუჩაზე მეორე მძიმედ დაჭრილი ბავშვის სიცოცხლისათვის ბრძოლა რჩება, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში ისევ გრძელდება.

ამ უმძიმესი დღის ფონზეც, ვცდილობთ გავერკვეთ, რა მოხდა და ვადევნებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებული გამოძიების მიმდინარეობას. ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, დღეს ან წინა დღეებში არც 51-ე სკოლის ადმინისტრაციას და არც მანდატურის სამსახურს ეჭვის საფუძველიც არ ქონიათ, რომ მოსწავლეებს შეიძლება დაპირისპირება შექმნოდათ 51-ე ან სხვა სკოლის მოსწავლეებთან. უშუალოდ 51-ე სკოლის ტერიტორიაზეც, სწავლის დასრულების შემდეგაც, საყურადღებო არაფერი მომხდარა.

მაგრამ ბუნებრივია, როდესაც სკოლიდან გასვლის შემდეგ შეიძლება ესეთი ტრაგედია დატრიალდეს, უნდა ვიფიქროთ, როგორ შეიძლება უსაფრთხოების ზომების კიდევ უფრო გაძლიერება. უახლოეს დღეებში მე შევხვდები შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრებს და ვიმსჯელებთ, როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ბავშვებისა და ახალგაზრდების უსაფრთხოება სკოლებისა თუ უნივერსიტეტების შენობების და მიმდებარე ტეროტიროების მიღმაც. სკოლის მიმდებარე ქუჩებიც ჩვენ უფრო მეტად დაცული უნდა გვქონდეს " -წერს მარიამ ჯაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42