როგორც კახიძე აღნიშნავს, 51-ე ჩემი სკოლა 90-იანი წლების მეორე ნახევარია.
„51-ე ჩემი სკოლაა. 90-იანი წლების მეორე ნახევარია - ის პერიოდი, აი, ღირსება რომ გვქონდა და სამართლიანობა მძვინვარებდა. მოკლედ, ჩხუბი ატყდა სკოლის დერეფანში, დანიანმა მოსწავლემ ორი სკოლელი დაჭრა, მათ შორის ერთს ფილტებში დაარტყა დანა რამდენჯერმე.
ხმაურზე მასწავლებლები გამოვიდნენ, სისხლიანი დანამომარჯვებული ბიჭი და დაჭრილი ბავშვები გააცალკევეს, სკოლის გარეთ გაიყვანეს და გაუშვეს.
პოლიცია არავის გამოუძახებია. დიდად არც ჰქონდა აზრი. იქ ძირითადად სადისტები და გამომძალველები მუშაობდნენ, რომლებიც თან ქურდებთან თანამშრომლობდნენ. იმავე საღამოს, დღისით, მზისით, ვერის ბაღში დიდი ჩხუბი იყო, მეორე რაუნდი, "სასტავი სასტავზე". იქაც იხმარეს დანა. არც მაშინ გამოჩენილა პოლიცია. სკოლის მაყურებელს ეჭირა "პალაჟენია".
ასე იყო, სანამ 2003 წლის ბოლოს არ ამოყირავდა დალაგებული ქვეყანა.
მოისპო სკოლის მაყურებლის ტრადიციული ინსტიტუტი და მანდატურები შემოვიდნენ. პირობითით ვეღარ გამოდიოდნენ კაიბიჭები - "რა მოხდა, პატარაზე გაკაწრა", პოლიციაში დარეკვა და "ჩაბოზება" დაიწყო ხალხმა, აღარც ქურდული ჭრიდა და აღარც ქუჩური, ყველანი ციხეში შეყარეს.
დღეს ქურდებს სუსი დააცილებს საზღვარზე, მოძალადეებსა და ძველ ბიჭებს ციხის კარები გაუხსნეს, ხელისუფლებაში კრიმინალების გულშემატკივრები მოვიდნენ, რევანში შედგა.
ჰოდა, გაგებით მოეკიდეთ. მადლობა ნდობისთვის” - წერს ოთო კახიძე.
მასალის გამოყენების პირობები






