„სამწუხაროდ 21-ე საუკუნეში, ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებით დასავლურ ქვეყნებში ხდება ის უბედურება, რასაც ტერორიზმი ჰქვია და ასევე გვინახავს არა ერთი ტერორისტული აქტი, მათ შორის ჩვენს დასავლურ პარტნიორებთან. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი სამსახურები მუშაობს არაეფექტურად.“- განაცხადა სოფო კილაძემ.
დეპუტატი აჰმედ ჩატაევის საკითხსაც გამოეხმაურა და მასთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების ქმედებები შეაფასა:
„ორი საკითხი უნდა გავყოთ ერთმანეთისგან, რატომ მოხდა იმ ადამიანის გათავისუფლება, ამას სულ სხვა საფუძველი ჰქონდა და დღესდღეობით ის, რაც ჩაიდინა ამ ადამიანმა. ერთი მეორესთან პირდაპირ კავშირში შეიძლება არ იყოს და ამიტომ აქედან გამომდინარე, სჯობს დაველოდოთ საბოლოო შედეგებს გამოძიების,“ - აცხადებს კილაძე.
შეგახსენებთ, დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 21-22 ნოემბერს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ ანტიტერორისტულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა, რომელზეც ოფიციალურად დაადასტურეს რომ სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილ ადამიანთა შორის საერთაშორისო ტერორიზმში ბრალდებული აჰმედ ჩატაევია.
მასალის გამოყენების პირობები






