რა გარანტიით ცხოვრობდა ჩატაევი თბილისში და რატომ არ ჩაერთო შავნაბადას ბატალიონი სპეცოპერაციაში - შაშკინი
პოლიტიკა - 16:23, 01 Dec, 2017     11811
მთავრობა ცდილობს ჩიხური სიუაციდან გამოვიდეს და ეს დამოკიდებულება არათუ არასწორია, არამედ უფრო მეტად ჩიხში შეიყვანს მათ - ასე აფასებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ, სახელმწიფო უსაფრთხოები სამსახურის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას.

დიმიტრი შაშკინს სამი მთავარი კითხვა აქვს ხელისუფლების მისამართით და ამასთან, განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ამ ტიპის სპეცოპერაციაში არ იყო ჩართული შავნაბადას ბატალიონი, რაც, მისი თქმით, კითხვის ნიშნებს აჩენს.

,,პირველი - საუბარი იმაზე, რომ არალეგალური გზით შემოვიდა ჩატაევი საქართველოში, არის ტერმინებით თამაში. პირი, რომელიც სამი სპეცსამსახურის მიერ იძებნება, მათ შორის ტერორიზმისა და ათათურქის აეროპორტზე თავდასხმის გამო, ასეთი ადამიანი რომ არალეგალური გზით შემოვიდოდა და საკუთარი გვარ-სახელით არ დაფიქსირდებოა, ეს უდაო ფაქტია და ბუნებრივია. მაგრამ ის, რასაც ჩვენ მთავრობა არ გვეუბნება არის, თუ როგორ მოხვდა საქართველოს ტერიტორიაზე? შეკითხვა არის მარტივი. ის, რომ ცალფეხა და ცალხელა ადამიანმა საქართველოში მთა-მთა იარა და ის შემოვიდა, ლოგიკურად ამ ვერსიას არავინ დაიჯერებს. ამდენად, ამ ინფორმაციის მიწოდებით მხოლოდ და მხოლოდ ცდილობენ საზოგადოების ინტერესი დააკმაყოფილონ იმით, რომ არალეგალურად შემოვიდა. უნდა თქვან, როგორ შემოვიდა - რკინიგზით, სარფის საბაჟოს გავლით თუ როგორ? ეს კითხვა დასვა ამერიკის ელჩმაც. სიტყვა არალეგალურად შემოსვლა არაფერს არ იძლევა.

მეორე შეკითხვა - ადამიანი, რომელსაც ეძებს სამი სპეცსამსახური, ამდენი ხანი ცხოვრობდა ისე, რომ არ მოხვედრილიყო მათ ხელში. ლოგიკუია, ჩავთვალოთ, რომ ის ძალიან ფრთხილი ადამიანი და იცის, როგორც დაიმალოს. თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ ასეთი პიროვნება არღვევს ყველანაირ პრინციპს თბილიში ცხოვრობს ისე, რომ აქ აკითხავს ცოლ-შვილი, მისი თანმხლები პირები სხედან თბილისში ,,ბირჟაზე“, მაღაზიებში ყიდულობენ პროდუქტს ანუ არ იმალებიან და ძალიან კონფორტულად და უსაფრთხოდ გრძნობენ თავს. წესით, მან იცის, რომ ცოლ-შვილს და ახლობლებს უთვალთვალებენ. სად არის აქაც ლოგიკა?

მესამე შეკითხვაა, რომელსაც არ გვეუბნებიან - საიდან ამდენი იარაღი? თუ მის ხელში ამდენი იარაღი იყო, რა გარანტია გვაქვს, რომ არ გამოჩნდება კიდევ ვინმე სხვა, ნაკლებად ცნობილი, ამდენივე შეიარაღებით? ეს არის სრულიად ლოგიკური კითხვები.

მეოთხე - მიჩნდება სრულიად პრიმიტიული კითხვა - საქართველოში არის შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმი, რომელიც რეგიონში ითვლება ერთერთ საუკეთესოდ და არიან მაღალი რანგის პროფესიონალები.

ამის ნაცვლად, გამოჰყავთ შინაგანი ჯარის ნაწილი, სპეცდანიშნულების ნაწილები, რომლებიც ასეთი ამოცანისთვის რამდენად არიან მომზადებული, კითხვებს ბადებს. როდესაც გყავს შავნაბადას ბატალიონი, რატომ გამოგყავს რანგით უფრო სუსტი სპეცრაზმი. კიდევ ვიმეორებ, შავნაბადა იქ უნდა ყოფილიყო აპრიორში. ჩვენ კადრში ვხედავთ შინაგან ჯარს, რომელაც უჭირავს კალაშნიკოვი. ესენი ვერ ჩაითვლებიან სპეცსამსახურებად. ასეთი სპეცოპერაციის შესრულება შავნაბადას ბატალიონის მთავარი ამოცანაა.

რჩება ბოლო მეხუთე შეკითხვა - ვინმემ იქნებ აგვისხსნას, როცა ამხელა სპეცოპერაცია ტარდება, შაჰიდის ქამრებით ხდება აფეთექბები, ისვრიან ხელყუმბარებს, არ იყო საჭირო საბავშვო ბაღის დაკეტვა ან ხალხის ევაკუაცია? ღმერთმა გადაარჩინა საქართველო, რომ რამე უფრო დიდი უბედურება არ მოხდა. მაგრამ სწორედ აქ შემოდის ჩემი მთავარი კითხვა, რაზეც მოგახსენეთ - ჩატაევი იმდენად უსაფრთხოდ გრძნობდა თავს, არც უფიქრია იმაზე, რომ მძევლებით თავი დაეცვა. სპეცოპერაცია ტარდებოდა იმდენად უსუსურად, რომ ტერორისტები მათ ხელში არსებული შეიარაღებით, მთელ კორპუსს აიყვანდნენ მძევლად“ - აცხადებს შაშკინი.

რაც შეეხება სპეცოპერაციაში ამერიკული მხარის მონაწილეობას, შაშკინი ამბობს, რომ ერთადერთი ელჩი ვინც გააკეთა იმ დღესვე განცხადება იყო აშშ-ის ელჩი და მისი განცხადებებიდან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გარკვეული პერიოდი ამერიკის მხარე იყო ვაკუუმში.

..ზოგადად ვფიქრობ, რომ დარჩა მეტი კითხვები, ვიდრე პასუხები მივიღეთ. ნებისმიერი ფორსმაჟორის დროს, ჯობია თქვა სიმართლე“ -აცხადებს შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42