"პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, როგორ გადმოკვეთა ახმედ ჩატაევმა საქართველოს საზღვარი, ხომ არ ჰქონდა მას ვინმესთან კავშირი და მეორე - რატომ გაათავისუფლა ის ქართულმა სასამართლომ 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ"- განაცხადა ჩიტიძემ.
პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომლის წინაშე საქართველო დგას.
"როდესაც ჩატაევი, საერთაშორისო ტერორისტი კვეთს საქართველოს სახელმწფო საზღვარს, ბუნებრივია აქ ქვეყნის უსაფრთხოების საკითხზე კითხვის ნიშნები ისმის. კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ისიც, თუ რამდენად ეფექტურად მუშაობენ სახელმწიფო სტრუქტურები"- განმარტა ექსპერტმა.
მისივე შეფასებით, როდესაც "სახელმწიფო საზღვრები დაცული არ არის, ტერორისტების საქართველოში შემოსვლის რისკები ყოველთვის არსებობს".
ჩიტიძის თქმით, თუ აშშ-ის შესაბამისი სტრუქტურები თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ინფორმირებულები იყვნენ, მაშინ ეს საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს.
"საინტერესოა ისიც, თუ საიდან გამოვლინდა რომ ჩატაევი საქართველოს ტერიტორიაზე იყო, ამის შესახებ კონკრეტული განცხადება უნდა გაკეთდეს. ეს ინფორმაცია აშშ-მ მიაწოდა ქართველ სამართალდამცავებს თუ პირიქით"- აღნიშნა ექსპერტმა.
"ნიუპოსტთან" საუბრისას პოლიტოლოგმა აღნიშნა, რომ ჩატაევის გათავისუფლებაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება.
"არ არს გამორიცხული, რომ მისი გათავისუფლება ხელისუფლების ჩარევით მოხდა. სამწუხაროდ, რისკები დიდია და ეს რისკები კვლავაც არსებობს"- თქვა მან.
სუს-ის ოფიციალური ინფორმაციით, 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციისას ორი პირის ლიკვიდაცია მოხდა, ერთმა კი, ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა.
უწყებაში თქვეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სპეცოპერაციისას ორმა პირმა გაქცევა შეძლო სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც ბრიფინგზე გახდა ცნობილი, ქართველ სამართალდამცველებს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში FBI-ს ექსპერტები დაეხმარნენ, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან.
მასალის გამოყენების პირობები






