EECMD-ი, რომლის რამდენიმე ცენტრი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ფუნქციონირებს, განაგრძობს ძალისხმევას რათა განავითაროს პოლიტიკური აქტორების შესაძლებლობები, არსებული მზარდი ანტიდემოკრატიული განწყობების, პოლიტიკური პარტიებისადმი ნდობის შემცირებისა და სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს შორის ღრმა პოლარიზაციის ფონზე.
დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ ცენტრის პროგრამის მონაწილეები და კურსდამთავრებულები, დისკუსიას მოდერაციას ცენტრის ხელმძღვანელი ზაზა ჭიპაშვილი უწევდა.
"ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონებში საუბარი ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება იყოს ჩართული და ინფორმირებული ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მათ შორის, ბუნებრივია, დღესაც განსაკუთრებით აქტუალურია საკითხების: დემოკრატიული ჩართულობა, საკონსტიტუციო პროცესი, ტერორიზმი, ქვეყნის უსაფრთხოების საკითხები, უშიშროების საბჭოს მნიშვნელობა“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
მასალის გამოყენების პირობები






