ვინ ფლობს და რა ღირს "ლაღიძის წყლების" ყოფილი ტერიტორია?
პოლიტიკა - 15:19, 01 Dec, 2017     6791
რუსთაველის 24-ში არსებული ფართი, რომელშიც წლების განმავლობაში ლაღიძის წყლების დაგემოვნება იყო შესაძლებელი, შპს "ლინკოლნ მენეჯმენტი ჯორჯიას" საკუთრებაა. ინფორმაციას ამის შესახებ "საქმის კურსი" ავრცელებს.

საჯარო რეესტრის მიხედვით, კომპანია 2007 წელს არის რეგისტრირებული და მისი მესაკუთრეები არიან: შპს ვი-ტი კომპანი - 25%; ლინკოლნ მენეჯმენტ კორპ. - 75%. კომპანიის დირექტორი უკრაინის მოქალაქე ევგენ უსტინოვია.

კომპანიას ყოფილი კაფეს ორივე სართული (პირველი სართული და სარდაფი) გაქირავებული აქვს. ზედა სართულზე 130 კვ.მ.-ზე ამჟამად ტანსაცმლის მაღაზია Next-ია განთავსებული.

ქვედა სართულზე კი კაფე "აჭარულები ლაღიძეზე" მდებარეობს, თუმცა, მას კავშირი მიტროფანე ლაღიძის ოჯახთან არ აქვს. ადგილზე კაფე 2014 წელს ვახტანგ ათაბეგაშვილმა გახსნა. მას ტერიტორია იჯარით 2019 წლამდე აქვს აღებული.

კაფეს ხელმძღვანელი ამბობს, რომ თავის დროზე მისი იდეა სწორედ ლაღიძის წყლების აღდგენა იყო და მას ამასთან დაკავშირებით კავშირი მიტროფანე ლაღიძის ოჯახთანაც ჰქონდა. თუმცა, მისი თქმით, ამ ფაქტს თავად ლაღიძის ოჯახი უარყოფს.
ათაბეგაშვილის თქმით, მიუხედავად კაფეს ისტორიული დატვირთვისა, ობიექტი კომერციულად მომგებიანი არ არის და ამ დრომდე დამფუძნებლებმა თანხა ვერ ამოიღეს.
ამ ტერიტორიაზე კაფეს გახსნას თავის დროზე თავად ლაღიძის ოჯახი აპროტესტებდა.

როგორც "საქმის კურსი" წერს მაღაზია Next-ის ადგილზე 1 კვ.მ.-ის ღირებულება 5 000-დან 7 000-დოლარამდეა. ფართი 130 კვ.მ.-ია და შესაბამისად, მხოლოდ ამ ნაწილის გამოსყიდვა 650 ათასიდან 910 ათას დოლარამდე დაჯდება.

სრულად იხილეთ bm.ge




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42