“სპეცოპერაციის დროს დაზარალებულებისთვის 500-500 ლარი გამოიყო პირველადი დახმარების აღმოსაჩენად" - კახი კალაძე
პოლიტიკა - 14:31, 01 Dec, 2017     5443
ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრებ რვა ოჯახს, რომლებიც სპეცოპერაციის შედეგად დაზარალდნენ, ოჯახის თითოეულ წევრზე 500-500 ლარი პირველადი დახმარების სახით გადაეცემა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დაზარალებულმა ოჯახებმა საკუთარი საცხოვრებელი სახლებიდან პირადი ნივთების გამოტანაც ვერ შეძლეს.

„მათი საცხოვრებელი ფართები და ყველაფერი, რაც კი ამ ადამიანებს გააჩნდათ, მთლიანად დაიწვა. ელემენტარულად, ტანსაცმლის გამოტანაც კი ვერ მოახერხეს. შესაბამისად, თითოეულ მოქალაქეზე მერიის მხრიდან 500 ლარი გამოიყო, რომ მათთვის პირველადი დახმარება აღმოგვეჩინა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ზოგადად გაბრიელ სალოსის გამზირზე არსებულ სიტუაციას, კახა კალაძის თქმით, როგორც კი საგამოძიებო მოქმედებები დასრულდება, შენობაში მერიის ლაბორატორია შევა და არსებული კორპუსის შემოწმება მოხდება.

„თუ კორპუსი აღდგენას ექვემდებარება, შესაბამის სამუშაოებს დავიწყებთ და ყველაფერი გაკეთდება ისე, როგორც საჭიროა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრებ რვა ოჯახს, რომელთაც 22 ნოემბერს ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად საცხოვრებელი სახლები სრულად გაუნადგურდათ, თითოეულ მოქალაქეზე პირველადი დახმარების სახით, 500 ლარი გადაეცემა.

დახმარებას გაბრიელ სალოსის გამზირის მე-6 შესახვევის, N9 კორპუსის, მესამე სადარბაზოს I-III სართულზე და მეორე სადარბაზოს მეორე სართულზე მცხოვრები 35 მოქალაქე მიიღებს. მათ დასახმარებლად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან ჯამში 17 500 ლარი გამოიყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42