გიორგი აბაშიშვილმა საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
პოლიტიკა - 14:26, 01 Dec, 2017     866

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა გორში "ევროპულ-ქართული ინსტიტუტის" მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მმართველობის საკითხებს მიეძღვნა.

გორის კონფერენციაზე - "კარგი მმართველობა" საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი სიტყვით გამოვიდა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებისას და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ორდღიანი კონფერენცია "შვედეთის ინსტიტუტთან" თანამშრომლობით ტარდება და მასში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფები მონაწილეობენ.

კონფერენცია "კარგი მმართველობა" პირველი პლატფორმაა, სადაც ერთი მიზნისთვის ერთიანდებიან, როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე, ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფები, რაც მონაწილეებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, მათი ჩართულობით ხელი შეუწყონ სამოქალაქო ჯგუფების გაძლიერებასა და თანამშრომლობის გაუმჯობესებას ამ ჯგუფებსა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის.

"მნიშვნელოვანია, რომ გორელი ახალგაზრდების ინიციატივით პირველად ტარდება გორში კარგი მმართველობის საკითხებზე კონფერენცია და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, კონფერენციაზე ახალგაზრდები სწორედ ისეთ აქტუალურ საკითხებზე ისაუბრებენ, როგორიცაა: სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, გამჭვირვალობა, დემოკრატიის განმტკიცება, ხელისუფლების ანგარიშვალდებულება მოქალაქეებთან.

მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებზე მოქალაქეები, ახალგაზრდები აძლიერებენ დისკუსიას და ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

კონფერენციის მომხსენებლებმა, საქართველოში მოქმედმა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განიხილეს კარგი მმართველობის პრინციპები და ამ პრინციპების იმპლემენტაციისთვის აუცილებელი საშუალებები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42