„ყველგან უნდა იყოს თავიდან აცილებული შერჩევითი სამართალი. ეს არის ერთ-ერთი სფერო, სადაც პრობლემას ვხედავთ. ბოლო წლებში საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია, მაგრამ ამ საკითხში მაინც არსებობს გარკვეული პრობლემები. EPP-ის პრეზიდენტის განცხადებაც სწორედ ამის ნაწილია,“ - განაცხადა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ელმარ ბროკიმ.
კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტარმა იარომირ შტეტინმაც.
მისი თქმით, ვანო მერაბიშვილი დიდი ხნის წინ უნდა გაეთავისუფლებინათ. უცხოელი მაღალჩინოსანის შეფასებით, ყოფილი მაღალჩინოსნების დამნაშავეებად წარმოჩენა დემოკრატიულ ქვეყნებში არ უნდა ხდებოდეს.
"ვანო მერაბიშვილი დიდი ხნის წინ უნდა გაეთავისუფლებინათ, ვინაიდან ყოფილი პოლიტიკური მოღვაწეების დამნაშავეებად წარმოჩენა დემოკრატიულ ქვეყნებში არ უნდა ხდებოდეს. საქართველოში კი ასე მოექცნენ ყოფილ მინისტრს და პრეზიდენტსაც კი. მე არ ვარ მოსამართლე, მაგრამ ვიცი, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების დამნაშავეებად გამოყვანა და მათი დაპატიმრება არადემოკრატიული ქვეყნების ჩვევაა,“ - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა იარომირ შტეტინამ.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა და მიიჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფომ მერაბიშვილთან მიმართ ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლი დაარღვია.
მასალის გამოყენების პირობები






