,,ბოლომდე ნარკოტიკებით გაბრუებული იყო..." - მერაბიშვილის საქმეში მონაწილე დარბაისელი ქვეყნიდან გაიქცა?
პოლიტიკა - 16:18, 30 Nov, 2017     11922

შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თბილისის მთავარ სამმართველოსა და მოგვიანებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დიმიტრი დარბაისელი საქართველოდან გაიქცა.

ამის შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი ელისო კილაძე წერს. „ქრონიკა პლიუსის“ რედაქტორის თქმით, დარბაისელი თავშესაფარს მოითხოვს და შემდეგ დაწვრილებით მოყვება სხვადასხვა საკითხებს, მათ შორის ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ამბავს:

“დიმა დარბაისელი ქვეყნიდან გაიქცა.

ჩემი წყარო ამბობს,თავშესაფარს მოითხოვს და წვრილად მოყვება ყველაფერს,მათ შორის ვანოს საკნიდან გაყვანის ამბებსაცო!”, - წერს ელისო კილაძე.

დიმიტრი დარბაისელზე საუბრობდა ვანო მერაბიშვილი თავის განცხადებაში, რომელის საკნიდან გაყვანის შემდეგ გაავრცელა:

„სავარაუდოდ, ციხიდან გამოსასვლელიდან, ვერ ვადასტურებ, სახეზე გადაფარებული მქონდა, ჩაწოლილი ვიყავი მანქანაში, არის ქალაქის ვიდეოკამერები, მახსოვს კაბინეტიც, თავისუფლად შემიძლია ამოვიცნო ის ორი ადამიანი, ვინც ჩემს გვედრით იჯდა, სპეციფიკური სახეები ჰქონდათ და არ ამერევა, მეორე ადამიანს, ვინც იყო იმ ოთახში, მე მას ვიცნობ. ის პოლიციაში მუშაობდა, მან შემახსენა, რომ ის არის ერთი ჩემი მეგობრის შვილის ნათლია, არ არის გამორიცხული, რომ ის იყოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი, დარბაისელი. მე ვთხოვე ჩემს ადვოკატებს, რომ მოეტანათ სურათები ამ ადმიანის, ეს სურათი ვერ მოვიპოვე დაზუსტებით ვერ გეტყვით.

ეს დარბაისელი იყო ბოლომდე გაბრუებული ნარკოტიკებით და საკუთარ თავს ვერ აკონტორლებდა. რომ შევედი, ამ ადამიანმა დაიწყო აქტიური გინება გიორგი ონიანის, მუქარები და ასე შემდეგ, მე გამიკვირდა რა შუაში იყო ონიანი ჩემთან, მე მივხვდი, რომ მას ქუჩური გარჩევები სურდა, შემდეგ პროკურორმა მას შეუსწორა და უთხრა, რომ ონიანი ბაჩოს ადვოკატია და არა ვანოსიო, ის იმდენად იყო „კაიფში“, რომ სამჯერ თქმა დასჭირდა. სიმართლე გითხრათ, დიდი ხანია არ მქონია „ბედნიერება“ იმისა, რომ მე იმ ოთახში ვყოფილიყავი, სადაც ნარკოტიკებით გაბრუებული ადამიანი იყო“, - აღნიშნავდა ვანო მერაბიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42