"მოქალაქე, რომელიც წყნარად უყურებს ქალთა მიმართ ძალადობას და არ რეაგირებს, გარკვეულწილად ამ ძალადობის თანამონაწილეა" - პრეზიდენტი
პოლიტიკა - 16:09, 30 Nov, 2017     1127
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეულის ფარგლებში, დღეს ძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ცენტრს ესტუმრნენ და ბენეფიციარები მოინახულეს. პრეზიდენტსა და პირველ ლედის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო შავლაყაძემ უმასპინძლა.

გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ ის პრობლემები მოისმინეს, რომელიც ცენტრს საქმიანობის პროცესში ექმნება.

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი ცენტრის ბიბლიოთეკას წიგნების ფონდს შეუქმნის და სამომავლოდ, ცენტრის საჭიროებებიდან გამომდინარე მის დახმარებას გააგრძელებს.

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი გაესაუბრნენ ბენეფიციარებს და ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული ვითარება განიხილეს.

როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო შავლაყაძემ აღნიშნა, ეროვნული ქსელი 2003 წლიდან მუშაობს და საქართველოს მასშტაბით, 10 რეგიონულ კომიტეტსა და 6 ქვეკომიტეტს აერთიანებს. ორგანიზაცია ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს სამართლებრივ დახმარებას, ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციასა და თავშესაფრის მომსახურებას სთავაზობს.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ცენტრის ხელმძღვანელს ნატო შავლაყაძეს საზოგადოებაში ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის საქმეში შეტანილი მრავალწლიანი წვლილის, სასარგებლო და წარმატებული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გააგრძელებს იმ ადამიანების დახმარებას, ვინც ქალბატონი ნატასავით თავისი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით სხვათა დაცვას ახორციელებს.

,,ჩვენ უნდა გავუსწოროთ თვალი იმას, რომ საქართველოში ქალებზე ძალადობა ფაქტია, ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია და ვერანაირი თავის მოტყუება, თითქოს ეს არ ხდება ჩვენს გვერდით, ვერარანაირი განცხადებები ამას არ გადაფარავს.

ჩვენ ამ რეალობაში ვცხოვრობთ და თითოეული მოქალაქე, რომელიც ამას წყნარად უყურებს, რომელიც არ რეაგირებს, რომელსაც თავისი წვლილი, თუნდაც თანაგრძნობის სახით არ შეაქვს, ამ ველურობის დათრგუნვაში, გარკვეულწილად, თანამონაწილეები ვართ იმ ტრაგიკული ისტორიების, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება.

ჩვენ ყოველთვის ამაზე ვაკეთებდით აქცენტს და მომავალშიც ძალიან აქტიურად გავაძლიერებთ ამ სენის წინააღმდეგ ბრძოლას და იმ ადამიანების დახმარებას, ვისაც თავისი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით სხვათა დაცვას ახორციელებს“ - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

ცენტრი საკუთარ ბენეფიციარებს, სხვადასხვა ტრენინგების ფარგლებში, ახალი პროფესიის შესწავლაში ეხმარება, რომელიც შემდგომში მათ დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებაში დაეხმარება.

ცენტრში ამჟამად მიმდინარეობს ,,ქათერინგის“ კურსი, რომელსაც ცნობილი მზარეული მანუელი ხელმძღვანელობს და ბენეფიციარებს კულინარიას და მზარეულობას ასწავლის.

ცენტრის ბენეფიციარებთან შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42