როგორც ჟურნალისტმა „ნიუპოსტს“ განუცხადა, სააკაშვილის დაკავების საფუძველი არ არსებობს. ამასთან, კილაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ექსპრეზიდენტის ექსტრადირებით დაინტერესებული არ არის.
„დღეს უკვე დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ სააკაშვილის დაკავება და საქართველოში ექსტრადირება არ მოხდება. ამის საფუძველი უკრაინის მხარეს, უბრალოდ, არ აქვს. საქართველოს ხელისუფლებაც არ არის დაინტერესებული, რომ სააკაშვილის ექსტრადირება მოხდეს, რადგან ეს დამატებითი თავის ტკივილია“, - აღნიშნა კილაძემ.
ჟურნალისტის განცხადებით, სააკაშვილის ექსტრადირებით მმართველი პოლიტიკური ძალა ისნის სპეცოპერაციას ვერ გადაფარავს:
„ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაცია ვერანაირი პიარკამპანიით და ვერანაირი დაკავებით ვერ გადაიფარება. ეს არის ჩიხი, რომელშიც ქვეყანა სპეცსამსახურის ნაწილმა შეიყვანა. ეს ჯგუფი 2 თვის წინ შემოიყვანეს საზღვარზე კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უთხრეს, რომ უსაფრთხოდ იქნებოდა. შემდეგ ჩატარდა სპეცოპერაცია, მოხდა სამი პირის ლიკვიდირება, ერთიც დაკავებულია და გვყავს ერთი დაღუპული სპეცრაზმელი. ამ პასუხისმგებლობას ჩვენი ხელისუფლება, უბრალოდ, ვერ აიცილებს.
ამასთან, ჩატაევისა და მისი ჯგუფის მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ტერაქტების მოწყობას კატეგორიულად გამოვრიცხავ. მათ იმ სადარბაზოში , სადაც გამაგრებულები იყვნენ, მძევლებიც კი არ აუყვანიათ. ისინი ითხოვდნენ იმ გარანტიების შესრულებას, რაც ხელისუფლებამ მისცა“ - განმარტა „ქრონიკა +“-ის რედაქტორმა.
მასალის გამოყენების პირობები






