ნანუაშვილმა ევროპარლამენტში მუსტაფა ემრე ჩაბუქის, აფგან მუხთარლისა და „ციანიდის საქმეზე“ ისაუბრა
პოლიტიკა - 11:36, 30 Nov, 2017     1186

28-29 ნოემბერს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა ნატო-სა და ევროპარლამენტში. სახალხო დამცველმა შეხვედრებზე ყურადღება გაამახვილა საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, გახმაურებულ საქმეებზე, მათ შორის მუსტაფა ემრე ჩაბუქის, აფგან მუხთარლისა და ე.წ. ციანიდის საქმეზე.

ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე სახალხო დამცველმა ისაუბრა ხელისუფლების მხრიდან ომბუდსმენის ინსტიტუტზე განხორციელებულ შეტევებსა და ღია დაპირისპირებაზე, რომელმაც უჩა ნანუაშვილის შეფასებით ბოლო პერიოდში კამპანიური სახე მიიღო; განიხილა ახალი სახალხო დამცველის არჩევის კრიტერიუმები და ხაზი გაუსვა პროცესის გამჭვირვალობის აუცილებლობას. სახალხო დამცველმა ასევე შეაფასა სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობა, მართლმსაჯულების ხარვეზები, საკონსტიტუციო რეფორმა და ქვეყანაში არსებული მედია გარემო. მიაწოდა ინფორმაცია კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ.

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისთან, ევროპარლამენტის ვიცე–პრეზიდენტ ჰაიდი ჰაუტალასთან, ევროკავშირ–საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე საჯად კარიმთან, ასევე შეხვდა ევროპარლამენტარებს სოციალ–დემოკრატიული პარტიის წევრს ჯორჯ პირინსკის და ანა გომეშს, ევრონესტის თავმჯდომარეს რებეკა ჰარმმს და საქართველო–ევროკავშირის დელეგაციის წევრს ტრაიან უნგურიანუს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42