თიბისი ბანკმა EIB ჯგუფთან 94 მილიონი ევროს ღირებულების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი
პოლიტიკა - 11:16, 30 Nov, 2017     871

თიბისი ბანკმა ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფთან (EIB Group) 94 მილიონი ევროს ღირებულების ორ საგარანტიო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

80 მილიონი ევროს ღირებულების საგარანტიო ხელშეკრულება „ევროკავშირის დაფინანსება ნოვატორებისთვის“ (InnovFin) საქართველოში ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას მოხმარდება. ხოლო 14 მილიონი ევროს ღირებულების ხელშეკრულება „ევროკავშირი ბიზნესისთვის“(EU4Business) ითვალისწინებს მიკრო საწარმოების განვითარების ხელშეწყობას.

„InnovFin“ საგარანტიო ხელშეკრულება დააზღვევს თიბისი ბანკის მიერ გაცემული თითოეული სესხის 50%-ს. ხოლო, მეორე საგარანტიო შეთანხმება „EU4Business“ კი გაცემული სესხის - 70%-ს.

„აღნიშნული საგარანტიო ხელშეკრულებების ხელმოწერა „ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფთან“ ჩვენი კომპანიების თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ეტაპია. საგარანტიო პროდუქტების მოცულობა და სტრუქტურა თიბისი ბანკს საშუალებას მისცემს, ხელი შეუწყოს საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებასა და განვითარებას. ქართულ საფინანსო სექტორში საგარანტიო საშუალებების შემოტანა მნიშვნელოვანი ფაქტორია ეკონომიკის ზრდისთვის. მოხარული ვართ, რომ „ევროპის საინვესტიციო ბანკთან“ და „ევროპის საინვესტიციო ფონდთან“ ჩვენი წარმატებული პარტნიორობა გრძელდება. ვიმედოვნებთ, რომ ამ ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში კიდევ უფრო მეტ გარიგებას განვახორციელებთ მომავალში“, - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

„ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის“ მიერ საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ამ სექტორის ზრდას, კონკურენტუნარიანობასა და კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა ევროპის საინვესტიციო ბანკის“ ვიცე-პრეზიდენტმა, ვაზილ ჰუდაკმა.

„მივესალმები ორი საგარანტიო ხელშეკრულების ხელმოწერას საქართველოში. თიბისი ბანკი წამყვანი ქართული ბანკია, რომელიც აქტიურად აფინანსებს მცირე და საშუალო საწარმოებსა და კომპანიებს. დღევანდელი ხელშეკრულება საშუალებას მისცემს ბანკს, გააფართოვოს თავისი დაფინანსების არეალი, რაც სარგებელს მოუტანს ქართულ კომპანიებს“, - განაცხადა „ევროპის საინვესტიციო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, პიერ ლუიჯი გილბერტმა.

„ევროპის საინვესტიციო ფონდი“ „ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის“ ნაწილია. მისი ძირითადი მისიაა ევროპის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაა მათთვის დაფინანსების ხელმისაწვდომობაზე დახმარების გზით.

„ევროპის საინვესტიციო ბანკი“ ევროკავშირის გრძელვადიანი სასესხო ფინანსური რესურსის მიმწოდებელი ინსტიტუტია, რომელსაც ფლობენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები. ის ხელმისაწვდომს ხდის გრძელვადიან დაფინანსებას ჯანსაღი ინვესტიციებისთვის, რათა ხელი შეუწყოს ევროკავშირის პოლიტიკის მიზნების მიღწევას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42