მისივე თქმით, პოლიტიკური პატიმრის სტატუსი, პოლიტიკური შეფასების პროცესია და ამის დადგენის კრიტერიუმები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერაა გაწერილი.
„არც ერთ იმ საქმეზე, სადაც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა, ნათქვამი არ აქვს, რომ პირები იყვნენ პოლიტიკური პატიმრები. ეს პოლიტიკური შეფასების პროცესია და ამ თვალსაზრისით კრიტერიუმად დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმები ითვლება. შესაბამისად, იმისთვის, რომ მოხდეს პირის პოლიტიკურ პატიმრად ცნობა, აუცილებელია შეფასდეს გადაწყვეტილება რომელ კრიტერიუმთან მოდის თანხვედრაში,“- განაცხადა ლომჯარიამ.
ომბუდსმენობის კანდიდატის თქით, სტრასბურგის სასამართლოს ისეთი ტიპის გადაწყვეტილებები, რომელიც ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს მისამართით იქნა გამოტანილი, სასიამოვნო არაა. ლომჯარიამ ხაზი გაუსვა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ დეპუტატები უნდა საუბრობდნენ იმაზე, რამ გამოიწვია აღნიშნული დარღვევა, არსებობს თუ არა დღეს გარანტიები, რომ მსგავსი შემთხვევა არ განმეორდეს და რატომ ვერ მოხდა ეფექტური გამოძიება.
მასალის გამოყენების პირობები






