„როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე, უკრაინის უშიშროების სამსახურმა ჩემი ბინის ჩხრეკის ბრძანება მიიღო,“ - ამის შესახებ საქართელოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„მაპტიეთ, ბიჭებო, ვერ დაგელოდეთ, კონოტოპში გავემგზავრე ჩემს აგენტურულ საქმეებზე, რათა რუსეთის საზღვარზე ინსტრუქციები მივიღო. ამოცანა რომ გაგიადვილდეთ, როდესაც შემოხვალთ ჩემთან, კარი იმავე გასაღებით შეგიძლიათ გააღოთ, რომელიც ჩემს მძღოლს „ყაჩაღებმა“ წაართვეს, რომლებმაც ის სადარბაზოში სცემეს და რომლის მეშვეობით თქვენ 10 დღის წინ კამერები დააყენეთ ჩემს ბინაში.
შესასვლელშივე, კარადაში, შეგიძლიათ ნახოთ პოროშენკოს კორუფციულ სქემებზე გაზეთები, „როშენის“ მოწამლული შოკოლადი მაცივარში, ასაფეთქებელი, რომელიც მხოლოდ „ბარიგებისთვის“ ფეთქდება, ჩემს სეიფში ინახება მონღოლური დაზვერვისგან მიღებული, ფული კი არ ეძებოთ, გუშინ რესტორან „გივიში“ ჟურნალისტებთან ერთად დავხარჯე.
რაც მთავარია, გასვლისას არ დაგავიწყდეთ შუქის ჩაქრობა, თორემ მას შემდეგ, რაც პეტრო ალექსეევიჩი DTEK-ის თანამფლობელი გახდა, ელექტროენერგიაზე ტარიფები კიდევ უფრო გაიზარდა, ვიდრე ეს ახმეტოვის დროს ოყო“ - წერს სააკაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






