საქართველოს დღეიდან ახალი სახალხო დამცველი ეყოლება. ამასთანავე, პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ წარდგენილ კანდიდატს ჟურნალისტ- გიორგი ფოფხაძეს უნდა მოუსმინონ. რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დასახელებულ ნინო ლომჯარიას, კანონმდებლების წინაშე პლენარულ სხდომაზე ის გუშინ წარდგა:
„უმრავლესობის მხარდაჭერა ქალბატონ ნინო ლომჯარიას ექნება, იმიტომ, რომ ქალბატონი ნინო სწორედ ჩვენი უმრავლესობის მიერი იყო მოწონებული და წარმოდგენილი როგორც კანდიდატი,“-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოფიო კილაძემ.
საპარლამენტო უმცირესობას პრეტენზიები სახალხო დამცველობის კანდიდატის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით აქვს:
„სამწუხაროდ მმართველმა გუნდმა, საპარლამენტო უმრავლესობამ პროცესი წარმართა კულუარულად. მათ თავად გამოარჩიეს ფავორიტი კანდიდატი და წარმოგვიდგინეს იგი დასამტკიცებლად. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არ არის სწორი ფორმა,“-აცხადებს „ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე.
ოპოზიციის განცხადებებს უპასუხა სახალხო დამცველობის კანდიდატმა:
„სახალხო დამცველის კანდიდატურა შეირჩა შიდა დისკუსიების და განხილვის შედეგად, ვინაიდან მუსირებდა აზრი, რომ თითქოს ეს იყო მიღებული გადაწყვეტილება, მე ვფიქრობ დღევანდელმა პროცესმაც და საკომიტეტო განხილვებმაც აჩვენა, რომ ამ თვალსაზრისით მიმდინარეობს დისკუსია უმრავლესობაში,“-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






