„დღეს გარემოსდაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხუმრობით ვუთხარი: ხომ გეუბნებოდით, ამათთან შედარებით მოგენატრებით-თქო. ჩვენ გარემოს დაცვის სამინისტრო არ გაგვიუქმებია. მეტსაც გეტყვით, მაშინ ლიცენზიებს ეკონომიკის სამინისტრო გასცემდა, ოღონდ ეკონომიკის სამინისტრო წიაღისეულის მეპატრონე არ იყო. ამასთან შედარებით ის მდგომარეობა გაცილებით უკეთესი იყო. დღეს გარემოს დაცვის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ვაერთიანებთ. ხმები გამოვიდა, რომ ვიღაცას სამინისტროს მენეჯმენტი არ მოსწონდა - არ ვიცი, რამდენად მართალია, მაგრამ როგორც ჩვენი კოლეგები ამბობენ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ასეთი პასუხი უთხრა. ყოვლად უმსგავსო პოზიცია, როცა ერთი მინისტრი მეორე მინისტრზე ასეთ რაღაცას ამბობს, მაგრამ თუკი მენეჯმენტშია პრობლემა, სამინისტროს არ უნდა ვაუქმებდეთ”- აღნიშნა ბობოხიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






