პრეზიდენტმა მოლდოვას პრემიერმინისტრთან აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგები განიხილა
პოლიტიკა - 16:29, 29 Nov, 2017     1027

საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგები, ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის საკითხები საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოლდოვას რესპუბილიკის პრემიერმინისტრთან პაველ ფილიპოვთან შეხვედრაზე განიხილა.

მოლდოვას პრემიერმინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა პაველ ფილიპოვს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ საქართველო ასევე მხარს უჭერს მოლდოვას ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

მხარეებმა შეხვედრისას საქართველო-მოლდოვას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების და საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის მიმართულებით მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს.

მოლდოვას პრემიერს, რომელიც საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, საქართველოს პრეზიდენტმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან, რუსეთის აგრესიულ ქმედებებთან, მავთულხლართების გავლების პროცესთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით.

მხარეებმა ასევე განიხილეს სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები და აღინიშნა, რომ 2017 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით, მოლდოვასთან სავაჭრო ბრუნვის 23%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩი მოლდოვას რესპუბლიკაში მერაბ ანთაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42