"ვერსია, რომ სუს-მა შემოიყვანა საქართველოში ლიკვიდირებული პირები უბრალოდ, ღირსების შემლახავია" - სესიაშვილი
პოლიტიკა - 14:59, 29 Nov, 2017     2026
უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და აგცადებს, რომ საზოგადოების დროული და ამომწურავი ინფორმირებით პირველ რიგში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურია დაინტერესებული, მეორეს მხრივ კი - ქვეყანამ ძლიერი და სტაბილური უსაფრთხოების გარემო უნდა შეინარჩუნოს.

„ვერსია ვერსიაა და პოლიტიკური თავდასხმა და შეურაცხყოფა მეორეა. ის ვერსია, რომ თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შემოიყვანა, უბრალოდ, ღირსების შემლახავია. მესმის აბსოლუტურად ჩემი კოლეგების, რომ მათი კითხვები, მათ შორის, ვერსიები, შეიძლება ლეგიტიმურად მივიღოთ, თუმცა, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ და მინდა ხაზი გავუსვა, რომ პირველ რიგში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ჩვენი ხელისუფლებაა დაინტერესებული, რომ მაქსიმალურად დროულად და აბსოლუტურად ამომწურავად მოხდეს საზოგადოების ინფორმირება, თუ რა მოხდა, რამდენადაც, ჩვენ, ერთის მხრივ, ყველა კითხვაზე პასუხი გვაქვს გასაცემი, მეორეს მხრივ კი ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ ჩვენმა ქვეყანამ შეინარჩუნოს ძლიერი უსაფრთხოების გარემო, იყოს სტაბილური, რაზეც არის დამოკიდებული ზოგადად, ჩვენი ქვეყნის განვითარება. ამიტომ აქ თითის გამოშვერა, რომ ჩვენ თითქოს საზოგადოებას რაღაცას ვუმალავთ, ეს ასე არ არის, ვინაიდან პირველ რიგში, ჩვენს ინტერესში შედის, მაგრამ ვფიქრობ, რომ ვინც გონივრულად მიუდგება ამ საკითხს, კარგად გაიგებს, რომ თუკი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამაზე დღეს ღიად არ საუბრობს, ამას აქვს თავის მიზეზები, თავის მგრძნობიარობა და სპეციფიკა და ეს ისევ და ისევ იმას უკავშირდება, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავიცვათ უსაფრთხოება ჩვენს ქვეყანაში“,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი სპეცოპერაციის შესახებ პირველად ინფორმაციას ნდობის ჯგუფს უახლოეს მომავალში მიაწვდის.

„გარწმუნებთ, რომ უახლოეს დღეებში ბატონი ვახტანგ გომელაური პირველ რიგში ნდობის ჯგუფის ფარგლებში, პირველად ინფორმაციას მიაწვდის შესაბამის წევრებს, ხოლო მომავალში, რა თქმა უნდა, მოხდება საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება, ვინაიდან ხაზს ვუსვამ, რომ ყველას გვაქვს საერთო ინტერესი. თუმცა, ქალბატონი ირმა ნადირაშვილი საუბრობდა ვერსიებზე, კითხვებზე, გაქვთ ამის უფლება, მაგრამ ვერსია ვერსიაა და პოლიტიკური თავდასხმა და შეურაცხყოფა მეორეა. ის ვერსია, რომ თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შემოიყვანა, უბრალოდ, ღირსების შემლახავია. რას ეუბნებით გარდაცვლილი გმირი სპეცრაზმელის ოჯახის წევრებს ან მის თანამებრძოლებს, რომ მისმა ხელმძღვანელობამ მტერი შემოიყვანა და თანამებრძოლი და ოჯახის წევრი მოუკლა? ეს ხომ ძალიან დიდი შეურაცხყოფაა. ეს ხომ არ გჯერათ თქვენ? ეს სირცხვილია თქვენი მხრიდან.

მართლაც მძიმე ფაქტი მოხდა, მაგრამ, ჩვენ უნდა შევძლოთ თუნდაც, იშვიათად, კონსოლიდირება და საერთო ინტერესების დაცვა, იმიტომ რომ ეს ქვეყანა არის ყველასი და ყველა მოქალაქის დაცვის ვალდებულება თითოეულ ჩვენგანს აქვს“,- განაცხადა პარლამენტის წევრმა.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტება გააკეთა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გარკვეული უფლებამოსილების მინიჭებასთან დაკავშირებითაც.

“მინდა, განვმარტო, რომ ამ თემასთან დაკავშირებით კომიტეტმა იმსჯელა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დასკვნაში აისახა ეს შენიშვნა, რასაც მთავრობა იზიარებს და შესაბამისად, ამ მიდგომასთან მიმართებაში, განიმარტება და ჩაემატება, რომ ეს შეეხება მხოლოდ დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს ანუ საგარეო კონტრდაზვერვით საქმიანობას და არა მთლიანად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და ვფიქრობ, რომ ამით უნდა ამოვწუროთ ეს გაუგებრობა“,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42