ნიკა მელია ანტიტერორისტულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
პოლიტიკა - 13:49, 29 Nov, 2017     1095
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ნიკა მელიამ 10 დღის წინ ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა.

მისი შეფასებით, ის, რაც რამდენიმე დღის წინ ქვეყანაში მოხდა პირდაპირ მიუთითებს, რომ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური მოშლილია და მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას ვერ უზრუნველყოფს.

„ის რაც 10 დღის წინ მოხდა, უმძიმესი ფაქტია. იმაზე მძიმე, ვიდრე შესაძლოა ამ დარბაზშიც კი, ვინმეს გონია. ამ ფაქტს 2 სავარაუდო ახსნა აქვს.

პირველი, ქვეყანაში საერთაშორისო ტერორიზმში ბრალდებული ადამიანების შემოპარვა მოხდა , ისინი ქალაქის ცენტრში განლაგეს და დიდი შეირაღების შეტანაც შეძლეს.

მეორე, სახელმწიფო დონეზე რაღაც ჯგუფმა შეითანხმა მათი ქვეყანაში შემოყვანა გაურკვეველი ამოცანების შესასრულებლად, შემდეგ ამ შეთანხმების დარღვევა მოხდა და განხორციელდა ის მოვლენები, რაც ვიხილეთ.

პირველი ვარიანტი პრაქტიკულად გამორიცხულია, რადგან სუს-ის განცხადებით, ჩვენ ვიცით, რომ კვირეების განმავლობაში ხორციელდებოდა ამ ადამიანეზე თვალთვალი და ამას ადგილობრივებიც ადასტურებენ, რაც შემოპარვის ვერსიას გამორიცხავს. აქედან გამომდიანრე ზედაპირზე დევს რეალობა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოშლილია, ის ვეღარ უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხო გარემოში ცხვორებას. ვითარება საგანგაშოა და ის პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას საჭიროებს. როდის თუ არა დღეს და ამ ვითარებაში, თითოეულმა ჩვენგანმა განსაკუთრებული კონტროლი უნდა დავაწესოთ ღრმა კრიზისში შესულ მთავრობაზე. ჩვენი ინიციატივაა შეიქმნა საგამოძიებო კომისია და ამ კომისიის ფარგლებში მოხდეს განხილვა იმისა, თუ რა ვითარებაში აღმოჩნდა ქვეყანა."- განაცხადა ნიკა მელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42